Deprecated: Non-static method JFactory::getConfig() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/application/application.php on line 762

Deprecated: Non-static method JFactory::_createConfig() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/factory.php on line 73

Deprecated: Non-static method JUtility::getHash() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/application/application.php on line 97

Deprecated: Non-static method JFactory::getConfig() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/utilities/utility.php on line 116

Deprecated: Non-static method JFactory::getConfig() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/application/application.php on line 399

Deprecated: Non-static method JFactory::getSession() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/application/application.php on line 802

Deprecated: Non-static method JFactory::_createSession() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/factory.php on line 94

Deprecated: Non-static method JFactory::getConfig() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/factory.php on line 501
მუნიციტიპალიტეტი - ყველაფერი არჩევნების და თვითმმართველობის შესახებ
მუნიციტიპალიტეტი
აორჩიეთ წელი

კომისიები

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუშაობს ხუთი მუდმივმოქმედი  და საკუთრების უფლების აღიარების კომისია:

 

საფინანსო - საბიუჯეტო კომისია

საფინანსო - საბიუჯეტო კომისია განიხილავს გამგებლის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს ; შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს და დასკვნას განსახილველად წარუდგენს საკრებულოს ;

 

წინასწარ განიხილავს და აძლევს დასკვნას საკრებულოში განსახილველად შემოტანილ საფინანსო ხასიათის პროექტებს ; აკონტროლებს შემოსავლების ამოღების დროულობას და მათ აღრიცხვას , ხარჯების კანონიერებას და ადგილობრივ ბიუჯეტთან შესაბამისობას . ამ მიზნით კომისია სამ თვეში ერთხელ საკრებულოს წარუდგენს ანგარიშს , ხოლო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის დამტკიცებისას სასკრებულოს წარუდგენს შემოწმების წლიურ ანგარიშს .

 

კომისიის თავმჯდომარე - კოტე კაპანაძე. ტელ: - 591005076

წევრები: მირზა ალიევი, ვლადიმერ ალიბეგაშვილი, ლევან ცეცხლაძე, გიორგი დარბაიძე, ემზარი ვალია, დავით მაჭარაშვილი, ზვიად ხვედელიძე, ევა ლომთაძე.

 

სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია

სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საკითხთა კომისია განიხილავს გამგებლის  მიერ წარმოდგენილ სოციალური განვითარების პროგრამის პროექტს . შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს და დასკვნას განსახილველად წარუდგენს საკრებულოს . ასევე წინასწარ განიხილავს საკრებულოში შემოტანილ სკოლამდელი განათლების , ჯანმრთელობის დაცვის , კულტურის , სპორტის , მოსახლეობის სოციალური დაცვისა და დასაქმების საკითხებზე საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტებს , შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს და საკრებულოს აძლევს დასკვნას საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

კომისიის თავმჯდომარე – ჯემალი კუსიანი. ტელ:- 598877858

წევრები: გიორგი ღამბაშიძე, დავით მაჭარაშვილი, დავით კაპანაძე, ივანე ხაჩიძე, ალექსანდრე ვარდოსანიძე, დავით ყვავაძე, ნათია ჭიოკაძე, ევა ლომთაძე.

 

იურიდიულ საკითხთა კომისია

იურიდიულ საკითხთა კომისია განიხილავს და შეიმუშავებს წინადადებებს საკრებულოს სხდომაზე გასატანი სამართლებრივი აქტების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ,                აკონტროლებს საკრებულოს წევრთა მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და საკრებულოს დებულების ( რეგლამენტის ) მოთხოვნათა დაცვას ; ამზადებს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს საკრებულოს წევრის იმუნიტეტის , უფლებამოსილების შეწყვეტის და უფლებამოსილებათა ცნობის შესახებ.

 

კომისიის თავმჯდომარე - ალექსანდრე ბაინდურაშვილი. ტელ:- 595721254

წევრები: ხვიჩა ყაველაშვილი, გიორგი ღამბაშიძე, ალექსანდრე ტალახაძე, დიორგი დარბაიძე, გელა კობახიძე, მარინე კოკოევა, ალექსანდრე ვარდოსანიძე, გივი ლობჟანიძე.

 

ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია

ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია განიხილავს მიწათსარგებლობის ,   ქონების მართვის საკითხებზე საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტებს , შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებსა და დასკვნებს.

 

კომისიის თავმჯდომარე - დავით მათიაშვილი. ტელ: -595411445

წევრები: კოტე კაპანაძე, მირზა ალიევი, ივანე ხაჩიძე, ხვიჩა ყაველაშვილი, ჯემალი კუსიანი, ზურაბ ნიქაცაძე, ირაკლი ბოლოთაევი, ვახტანგი დევიძე.

 

სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისია

სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისია განიხილავს თვითმმართველი ერთეულის ინფრასტრუქტურის ობიექტებისა და შესაბამისი სამსახურების შექმნისა და მართვის , მშენებლობის , ტრანსპორტის , კომუნალური მეურნეობის , ენერგეტიკის , კავშირგაბმულობის , ტურიზმისა და რეკრეაციის საკითხებზე საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტებს , შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებსა და დასკვნებს.

 

კომისიის თავმჯდომარე - ვლადიმერ ალიბეგაშვილი. ტელ:-599856262

წევრები: გივი ლობჟანიძე, შოთა კურტანიძე, ალექსანდრე ტალახაძე, მარინე კოკოევა, ნოდარი დარეჯანაშვილი, გელა კობახიძე, ირაკლი ბოლოთაევი, ვახტანგ დევიძე.

 

 

საკუთრების უფლების აღიარების კომისია

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, აგრეთვე  ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულების შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით შექმნილია საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმომქმედი კომისია, რომელიც განიხილავს მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტებს.

 

თავმჯდომარე-შოთა კურტანიძე. ტელ:- 599187090

მოადგილე - ემზარი გვალია

წევრები: ზვიად ხვედელიძე, ივანე წიქარიშვილი, შალვა მინდიაშვილი.