ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო დადგენილება №10 2010 წლის 13 აგვისტო ქ. ახმეტა ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თან დართული დებულება (რეგლამენტი). 2. ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-16 მუხლი გავრცელდეს 2010 წლის 18 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 3. ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების 107 მუხლი ძალაში შევიდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდის რეგისტრაციიდან ერთი თვის შემდეგ. 4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ახმეტისმუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 17 ნოემბრის №2 დადგენილება. 5. ეს დადგენილება, გარდა დებულების 107-ე მუხლისა,ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარეა. მაილაშვილი