სტამბულ ბაირამოვი
დაიბადა 1938 წლის 01 მაისს ქ. მარნეულის სოფ. ალგეთში. 1952 წელს დაამთავრა ალგეთის რვა წლიანი სკოლა, ხოლო 1955 წელს ქ. თბილისის N73 -ე სკოლის სრული კურსი. ამავე წელს მოეწყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს სამედიცინო ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1961 წელს. 1961 წელს დაიწყო მუშაობა ქ. ნუხის საავადმყოფოში ქირურგად. 1963 დაიწყო მუშაობა დმანისის რაიონულ საავადმყოფოში სადაც მუშაობდა 2012 წლამდე. მუშაობის პერიოდში დაჯილდოვებულია მედლებით და ღირსების ორდენით. 2014 წლის ივლისიდან დაინიშნა დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.