ლერი ბერუაშვილი
დაიბადა 1975 წლის 26 ივნისს ქ. დმანისში. დაამთავრა ქ. დმანისის N1 საშუალო სკოლა და სწავლა გააგრძელა საქართველოს დამოუკიდებელი უნივერსიტეტში ,,ლეგია და კომპანია“ აღმოსავლური ორთბრძოლების“ სპეციალობით. სწავლის დასრულების შემდეგ 1993 წელს მუშაობა დაიწყო ქ. დმანისის ,,სპორტულ სკოლაში“ აღმოსავლური ორთბრძოლების მწვრთნელად. 2002 – 2007 წლებში მუშაობა გააგრძელა ქ. დმანისის N1 საჯარო სკოლაში პედაგოგად. 2007 – 2014 წლებში მუშაობდა ქ. დმანისის N2 საჯარო ( რუსულენოვანი) სკოლის დირექტორად. 2013 წლის 22 იანვარს დაინიშნა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ. 2014 წლის 14 ივლისს არჩეულ იქნა დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თვმჯდომარედ. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.