Deprecated: Non-static method JFactory::getConfig() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/application/application.php on line 762

Deprecated: Non-static method JFactory::_createConfig() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/factory.php on line 73

Deprecated: Non-static method JUtility::getHash() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/application/application.php on line 97

Deprecated: Non-static method JFactory::getConfig() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/utilities/utility.php on line 116

Deprecated: Non-static method JFactory::getConfig() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/application/application.php on line 399

Deprecated: Non-static method JFactory::getSession() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/application/application.php on line 802

Deprecated: Non-static method JFactory::_createSession() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/factory.php on line 94

Deprecated: Non-static method JFactory::getConfig() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/factory.php on line 501
მუნიციტიპალიტეტი - ყველაფერი არჩევნების და თვითმმართველობის შესახებ
მუნიციტიპალიტეტი
აორჩიეთ წელი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

ნინოწმინდა - მუნიციპალიტეტი სამცხე-ჯავახეთის მხარეში. მდებარეობს იგი მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთის ვულკანურ ზეგანზე, ახალქალაქის პლატოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ხანჩალის ტბის აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1950-2200 მ სიმაღლეზე. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის ახალქალაქის მაზრაში შედიოდა, 1917-30 წლებში - ახალქალაქის მაზრაში, 1930 წლიდან გამოეყო ახალქალაქის მაზრას გორელოეს რაიონის სახელწოდებით. 1933 წლიდან ეწოდა ბოგდანოვკის რაიონი. 1991 წლიდან ნინოწმინდის რაიონია, ხოლო 2006 წლიდან - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი.

 

მუნიციპალიტეტის სამხრეთ-დასავლეთი საზღვარი ემთხვევა საქართველო-თურქეთის, ხოლო სამხრეთით სომხეთს ესაზღვრება. ჩრდილოეთით წალკის მუნიციპალიტეტს, დასავლეთით ახალქალაქის მუნიციპალიტეტს, აღმოსავლეთით  - დმანისის მუნიციპალიტეტს.

ფართობი - 1354 კმ2;

მოსახლეობის რაოდენობა - 34 ათასი ადამიანი (სომხები 95.5%, რუსები 3%, ქართველები 1.4%);

 

სიმჭიდროვე - 25 ადამიანი კმ2-ზე;

 

მუნიციპალიტეტში 32 დასახლებული პუნქტია - ქალაქი - ნინოწმინდა და 31 სოფელი - ასფარა, ახალი ხულგუმო, განძანი, გორელოვკა, დიდი არაქალი, დიდი გონდური, დიდი ხანჩალი, დილიფი, ეფრემოვკა, ეშტია, ვლადიმიროვკა, თორია, კათნატუ, მამწვარა, ორლოვკა, ოროჯოლარი, პატარა არაქალი, პატარა გონდური, პატარა ხანჩალი, ჟდანოვაკანი, როდიონოვკა (ფარავანი), სათხე, სამება, საღამო, სპასოვკა, ტამბოვკა, უჯმანა, ფოკა, ყაურმა, ყულალისი, ჯიგრაშენი.

ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი ნინოწმინდა მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე, ახალქალაქის პლატოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ხანჩალის ტბის აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1940 მ სიმაღლეზე. ქალაქად გამოცხადდა 1983 წელს. 1991 წლამდე ბოგდანოვკა ერქვა. ნინოწმინდა ახალციხიდან დაშორებულია 91 კმ-ით, თბილისიდან წალკის გავლით 161 კმ-ით, ხოლო ახალციხის გავლით 320 კმ-ით. მოსახლეობა - 6.300 ადამიანი (2002).

მაჟორიტარი დეპუტატი - ენზელ მქოიანი ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის").

 

იხ. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის რუკა