ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
ამომრჩევლის განათლება
"ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანია"

საქართველოში მიმდინარეობს დეცენტრალიზაციის რეფორმა, რომლის მიზანსაც ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის რეალური დამკვიდრება წარმოადგენს.

 

რეფორმის პირველი ეტაპი, ძირითადი საკანონმდებლო საფუძვლების მომზადება, 2014 წლის თებერვალში დასრულდა საქართველოს პარლამენტის მიერ "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" მიღებით. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ დაიწყო მუშაობა კანონმდებლობით განსაზღვრული პრინციპების განსახორციელებლად.


რეფორმის პროცესში უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნები, რომელიც 2014 წლის 15 ივნისს ტარდება.

 

რეფორმის წარმატებისთვის საქართველოს მოქალაქეთა თანამონაწილეობა გადამწყვეტია, რომელთა აქტიურობაზე დიდადაა დამოკიდებული თვითმმართველობისა და შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარება. ხოლო მართვის პროცესში მოქალაქეთა ჩართვისათვის აუცილებელია მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმირებულობის დონის გაზრდა.


სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G3) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანია", რომლის მიზანიცაა საქართველოს მოქალაქეთა ინფორმირება დეცენტრალიზაციის რეფორმის მიმდინარეობისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სიახლეების შესახებ.

პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია:

  1. შესაბამისი ბეჭდვითი და ვიდეო მასალის მომზადება და გავრცელება,
  2. რეფორმის პროცესში ჩართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ საზოგადოებრივი შეხვედრების მოწყობა.

დაგეგმილია:

  • საინფორმაციო ბროშურის გამოცემა,
  • ვიდეოკლიპების მომზადება,
  • ინტერნეტ-საიტების მეშვეობით ინფორმაციის გავცელება,
  • საზოგადოებასთან შეხვედრა საქართველოს 26 ქალაქსა და სოფელში.


შეხვედრები გაიმართება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში, 20-29 მაისის პერიოდში.

მედიაცენტრი 2021
წინამდებარე ვებ-გვერდი მომზადდა ამერიკელი ხალხის დახმარებით, რომელიც გაწეული იყო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის მიერ. ვებ-გვერდში გამოქვეყნებული შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო სააგენტოს და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.