თქვენ იმყოფებით: სტატიები სასწრაფო სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა აღარ იქნება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტისათვის ექსკლუზიური უფლებამოსილება
სასწრაფო სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა აღარ იქნება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტისათვის ექსკლუზიური უფლებამოსილება
სასწრაფო სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა აღარ იქნება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტისათვის ექსკლუზიური უფლებამოსილება
09 ოქტომბერი, 2019 წ.
საქრთველოს პარლამენტში წარდგენილი "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებების შრეტანის შესახებ" კანონპროექტის მიხედვით, კოდექსიდან ამოდის 64-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, შედეგად, სასწრაფო სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა აღარ იქნება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტისათვის ექსკლუზიური უფლებამოსილება.

კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომელიც  ითხოვს პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.

კანონპროექტის მიხედვით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“ შეუერთდება  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს“.

იხილეთ:

კანონპროექტი


განმარტებითი ბარათი
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა