თქვენ იმყოფებით: სტატიები BUS LANE - ზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით
BUS LANE - ზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით
BUS LANE - ზე  სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით
03 ოქტომბერი, 2019 წ.
საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, კობა ლურსმანაშვილის, გოჩა ენუქიძის ინიციატივით საქართველოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილები შედის.

კანონის პროექტის, რომელიც პირველი მოსმენით განიხილება, არეგულირებს სატრანსპოროტო საშუალების პარკირებასთან, დგომასა და გაჩერებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

კერძოდ, ნებართვის მქონე ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირება, - გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით;

სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილ მოძრაობის სპეციალურ ზოლში (BUS LANE) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;

ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე ველოსიპედის გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების (გარდა კანონმდებლობით დაშვებული გამონაკლისებისა) მოძრაობა, გაჩერება ან დგომა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით;

წინასწარი შეცნობით სატრანსპორტო საშუალების გზაზე გაჩერება ან დგომა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი და ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან „TEST“ ნომრის გარეშე,- გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა