პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ
ანგარიშის ძირითად საკითხებზე და აქცენტებზე საუბრისას ყურადღება დეცენტრალიზაციის რეფორმის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„მთავარი საკითხი არის ის რეფორმა, რომლის განხორციელების პროცესში კომიტეტი ერთ-ერთი მთავარი სუბიექტი გახლავთ რეგიონული განვითარების სამინისტროსთან ერთად და ეს არის დეცენტრალიზაციის რეფორმა. ჩვენთვის ეს არის ნომერ პირველი საკითხი. საკითხი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ყველა არსებითად მნიშვნელოვან ტემას, რომელიც რეგიონული განვითარებისთვის არის ყურადსაღები და მნიშვნელოვანი. რეფორმა მომზადდა იმისთვის, რომ ჩვენმა მუნიციპალიტეტებმა, ქალაქებმა მიიღონ ახალი შესაძლებლობები, საჭირო კომპეტენციები და უფლებამოსილებები, იმისთვის რომ ისინი უკეთ მოემსახურონ ჩვენ მოქალაქეებს ადგილებზე, იმისთვის რომ მოქალაქემ მიიღოს ყველაფერი რაც განეკუთვნება ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციას და მიიღოს უფრო სწრაფად და სახლთან ახლოს“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
კომიტეტის თავმჯდომარემ გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას კანონშემოქმედებით პროცესთან ერთად საზედამხედველო ფუნქციების ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზეც ისაუბრა.
იხილეთ ანგარიში
