თქვენ იმყოფებით: სტატიები 2020 წელს მუნიციპალიტეტების მიერ დღგ-ის სახით მისაღები შემოსავლები 70.0 მლნ ლარამდე იზრდება
2020 წელს მუნიციპალიტეტების მიერ დღგ-ის სახით მისაღები შემოსავლები 70.0 მლნ ლარამდე იზრდება
2020 წელს მუნიციპალიტეტების მიერ დღგ-ის სახით მისაღები შემოსავლები 70.0 მლნ ლარამდე იზრდება
01 ოქტომბერი, 2019 წ.
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტების მიერ დღგ-ის სახით მისაღები შემოსავლები პროგნოზირებულია 1 016.5 მლნ ლარის (დღგ-ის 19%) ოდენობით. 2019 წელთან შედარებით დღგ-ის სახით მისაღები შემოსავლები გაზრდილი 70.0 მლნ ლარამდე, ხოლო გადასახადების სახით ჯამში მუნიციპალიტეტებისა და ავტონომიური რესპუბლიკებისათვის გათვალისწინებულია 145.0 მლნ ლარით მეტს მიიღებენ 2019 წელთან შედარებით.

მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს მუნიციპალიტეტებს ემატებათ მრავალი დელეგირებული უფლებამოსილება, მიზნობრივი დაფინანსება დელეგირებული უფლებამოსილებებისათვის არ იზრდება და განსაზღვრულია 12.0 მლნ ლარით(2019 წელს 11.8 მლნ ლარი);

ასევე რამოდენიმე მუნიციპალიტეტისათვის გათვალისწინებულია სპეციალური ტრანსფერის გამოყოფა. ერედვის, თიღვის, ქურთის, ახალგორის და აჟარის მუნიციპალიტეტებისათვის გათვალისწინებულია სპეციალური ტრანსფერი 9.3 მლნ ლარის ოდენობით, ტყიბულის მუნიციპალიტეტისათვის 1,7 მლნ ლარი, ხოლო ქ. თბილისისათვის გათვალისწინებულია 100 მლნ ლარი.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით სპეციალური ტრანსფერი გამოიყოფა სტიქიური მოვლენების, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფების, საომარი მოქმედებების, ეპიდემიების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების (ზიანის) სალიკვიდაციოდ, აგრეთვე სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად. მუნიციპალიტეტმა ტრანსფერი შესაძლებელია გამოყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ხმარდება ტრანსფერის გამცემი მუნიციპალიტეტის მიზნებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში.

დღგ-ის პროგნოზის განაწილების შედეგად მუნიციპალიტეტების მიერ მისაღები შემოსავლების განაწილება:

დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილება
2020 წელი 2019 წელი
მუნიციპალიტეტი დღგ-ის 19%-ის განაწილება დღგ-ის საორიენტაციო მოცულობა დღგ-ის 19%-ის განაწილება დღგ-ს მოცულობა
ქ. თბილისი 46,30% 470,608.90 50.01% 473,415.20
ქ. ბათუმი 4,70% 47,803.30 5.07% 47,953.60
ქ. ქუთაისი 3,48% 35,368.10 3.48% 32,935.30
ქ. რუსთავი 2,65% 26,953.60 2.28% 21,562.90
გორი 3,19% 32,418.80 3.01% 28,511.00
მარნეული 1,43% 14,537.20 1.23% 11,629.80
ზუგდიდი 2,42% 24,578.80 2.42% 22,888.20
გარდაბანი 0,23% 2,343.80 0.20% 1,875.00
ქობულეთი 1,14% 11,630.00 0.98% 9,304.00
ოზურგეთი 1,45% 14,771.60 1.41% 13,313.80
თელავი 1,42% 14,425.80 1.42% 13,435.30
ზესტაფონი 1,08% 10,984.10 0.93% 8,787.30
წყალტუბო 0,97% 9,851.60 0.83% 7,881.30
მცხეთა 0,51% 5,164.10 0.44% 4,131.30
ბოლნისი 0,11% 1,093.80 0.09% 875
გურჯაანი 1,06% 10,761.40 0.91% 8,609.10
ხაშური 1,21% 12,329.40 1.04% 9,863.50
საგარეჯო 0,97% 9,819.50 0.83% 7,855.60
ხელვაჩაური 0,79% 8,013.60 0.68% 6,410.90
სამტრედია 0,86% 8,759.50 0.74% 7,007.60
ახალქალაქი 0,08% 812.50 0.07% 650
კასპი 0,70% 7,103.10 0.60% 5,682.50
ლაგოდეხი 1,04% 10,546.80 0.93% 8,841.30
ქ. ფოთი 0,42% 4,248.10 0.36% 3,398.50
ქარელი 1,03% 10,485.10 0.95% 9,032.00
ჭიათურა 0,92% 9,367.70 0.79% 7,494.10
სენაკი 0,80% 8,182.20 0.69% 6,545.80
ახალციხე 1,06% 10,798.40 0.91% 8,638.80
საჩხერე 1,20% 12,188.30 1.03% 9,772.30
თერჯოლა 0,81% 8,213.00 0.81% 7,648.10
მარტვილი 0,81% 8,189.30 0.80% 7,526.00
ახმეტა 0,81% 8,232.00 0.70% 6,585.60
ლანჩხუთი 0,74% 7,496.40 0.74% 6,980.80
ხობი 0,40% 4,062.50 0.34% 3,250.00
ყვარელი 0,50% 5,120.30 0.43% 4,096.30
სიღნაღი 0,46% 4,711.70 0.40% 3,769.40
წალენჯიხა 0,63% 6,434.30 0.63% 5,991.70
დუშეთი 0,59% 6,029.50 0.51% 4,823.60
ბორჯომი 0,12% 1,218.80 0.10% 975
ნინოწმინდა 0,34% 3,485.50 0.29% 2,788.40
ვანი 0,63% 6,374.80 0.67% 6,381.80
ხულო 0,27% 2,712.50 0.23% 2,170.00
ხონი 0,64% 6,512.90 0.69% 6,524.00
ჩხოროწყუ 0,55% 5,578.80 0.55% 5,195.00
აბაშა 0,53% 5,386.40 0.57% 5,388.60
ბაღდათი 0,56% 5,684.10 0.54% 5,071.10
დედოფლისწყარო 0,17% 1,731.10 0.15% 1,384.90
თეთრიწყარო 0,61% 6,241.60 0.53% 4,993.30
ტყიბული 0,44% 4,503.40 0.38% 3,602.80
ხარაგაული 0,54% 5,516.40 0.52% 4,947.80
დმანისი 0,61% 6,173.80 0.52% 4,939.00
წალკა 0,17% 1,755.60 0.15% 1,404.50
ჩოხატაური 0,37% 3,777.20 0.32% 3,021.80
ქედა 0,75% 7,637.80 0.65% 6,110.30
ადიგენი 0,53% 5,375.80 0.45% 4,300.60
შუახევი 0,03% 312.50 0.03% 250
ამბროლაური 0,69% 6,985.70 0.73% 6,931.40
ასპინძა 0,08% 828.10 0.07% 662.5
ცაგერი 0,63% 6,358.40 0.62% 5,840.50
მესტია 0,41% 4,183.00 0.35% 3,346.40
თიანეთი 0,51% 5,151.30 0.44% 4,121.00
ონი 0,46% 4,636.00 0.39% 3,715.50
ლენტეხი 0,38% 3,831.10 0.36% 3,454.40
ყაზბეგი 0,01% 109.40 0.01% 87.5
სულ: 1,016,500.10 946,580,60


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა