თქვენ იმყოფებით: სტატიები მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა სტატუსი მიენიჭება
მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა სტატუსი მიენიჭება
მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა სტატუსი მიენიჭება
12 სექტემბერი, 2019 წ.
საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი კახიანის, გურამ მაჭარაშვილის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას და შალვა კიკნაველიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" და "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", კომიტეტის წევრებს კანონპროექტის ერთერთმა ინიციატორმა, გურამ მაჭარაშვილმა წარუდგინა.

როგორც მომხსენებელმა განმარტა, წარმოდგენილი ცვლილებით დაზუსტდება სახელმწიფო მოსამსახურის ცნება, ამასთან, აღმოიფხვრება კანონის მოქმედ რედაქციაში არსებული ბუნდოვანება კონკრეტული პირების სტატუსთან დაკავშირებით. დღეის მდგომარეობით, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა უმრავლესობა პროფესიული საჯარო მოხელის პოზიციებს იკავებს, თუმცა მათ მიერ შესასრულებელი ფუნქცია-მოვალეობები განსხვავდება პროფესიული საჯარო მოხელის მიერ შესასრულებელი ფუნქციებისგან, რომელიც საჯარო დაწესებულების ძირითადი მიზნების შესრულებას უნდა ემსახურებოდეს. მერის წარმომადგენელთა საქმიანობა მიზანშეწონილია დაექვემდებაროს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასასაქმებელ პირთა კატეგორიას, ვინაიდან მერის, როგორც აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის და მუნიციპალიტეტის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილება ვრცელდება მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის მუნიციპალიტეტის შემადგენელ ადმინისტრაციულ ერთეულებში და პასუხიმგებელია მერიის პოლიტიკის გატარებაზე მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.

კომიტეტმა წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი იმ დათქმით დაუჭირა, რომ რიგ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციები გაგრძელდება, მათ შორის, სახალხო დამცველის ოფისთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. 

parliament.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა