თქვენ იმყოფებით: სტატიები აუდიტის სამსახურმა 2016-2017 წლებში მუნიციპალიტეტებში 700-მდე სხვადასხვა ხასიათის ნაკლოვანება გამოავლინა
აუდიტის სამსახურმა 2016-2017 წლებში მუნიციპალიტეტებში 700-მდე სხვადასხვა ხასიათის ნაკლოვანება გამოავლინა
აუდიტის სამსახურმა 2016-2017 წლებში მუნიციპალიტეტებში 700-მდე სხვადასხვა ხასიათის ნაკლოვანება გამოავლინა
04 მაისი, 2019 წ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გაამოაქვეყნა და საქართველოს პარლამენტს წარუდგინა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ხარჯვასა და შესრულებასთან დაკავშირებით 2016-2017 წლებში განხორციელებული აუდიტების შესახებ ანგარიში.

2016-2017 წლებში 32 მუნიციპალიტეტში ჩატარდა 47 აუდიტი, აქედან 12 ფინანსური აუდიტი, 15 შესაბამისობის აუდიტი, 19 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი და ერთი ეფექტიანობის აუდიტი.

სულ აუდირებულმა თანხამ შეადგინა 3,065,922.1 ათასი ლარი.
აუდიტების შედეგად 700-მდე შემთხვევაში − 626,697.2 ათასი ლარის მართვისა და განკარგვის პროცესში გამოვლინდა სხვადასხვა ხასიათის ნაკლოვანება, მათ შორის, 578,123.5 ათასი ლარი − აღრიცხვა-ანგარიშგების კუთხით გამოვლენილი ხარვეზებია. აღნიშნული ძირითადად გამოწვეულია საბიუჯეტო რესურსებისა და აქტივების არამიზნობრივი თუ არაეფექტიანი განკარგვით, შესყიდვების პროცესში არსებული სხვადასხვა დარღვევით, ასევე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგებისას დაშვებული დარღვევა -ნაკლოვანებებით.

ჩატარებული აუდიტების შედეგად, საბიუჯეტო სახსრების მართვაში არსებული ნაკლოვანებები გამოვლინდა შემდეგი მიმართულებებით:


დარღვევის კატეგორია

თანხა


საბიუჯეტო რესურსების არაეკონომიურად განკარგვა


1,989.6

საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანად განკარგვა

891.8

ბიუჯეტში მიუმართავი სახსრები

1,338.2

დოკუმენტური დასაბუთების გარეშე ანაზღაურებული ხარჯი

25,503.6

მიმწოდებლებისთვის ზედმეტად ანაზღაურებული თანხა

1,448.3

სხვა დარღვევები

2,349.1

არამიზნობრივი განკარგვა

307.3

საკანონმდებლო ნორმების  შეუსაბამოდ ხარჯვა

7,922.6

ზედმეტად გადახდილი საბიუჯეტო სახსრები

56.3

საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი განკარგვა

4,666.1

სხვადასხვა ხარვეზები

450.6

მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში მიუმართავი სახსრები

448.8

აქტივების არაეფექტიანი განკარგვა

996.9

სხვა დარღვევები

204.5

აღრიცხვა-ანგარიშგების კუთხით გამოვლენილი ხარვეზები

578,123.5



ჯამი



626,697.2


აუდიტების შედეგად გამოვლენილ სისტემურ ნაკლოვანებებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასცა შესაბამისი რეკომენდაციები, კერძოდ: 2016 წელს − 102, ხოლო 2017 წელს − 181. რეკომენდაციების მონიტორინგის ფარგლებში წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, შესრულებულია 162 რეკომენდაცია, მათ შორის, 2016 წლის − 72 და 2017 წლის − 90 რეკომენდაცია. ნაწილობრივ შესრულდა 45 რეკომენდაცია, მიმდინარეა − 2017 წლის 13 რეკომენდაცია, ჩამოსაწერია − 6 რეკომენდაცია. ჯერჯერობით, რეაგირება არ მომხდარა 57 რეკომენდაციაზე, კერძოდ, შეუსრულებელია 2016 წლის − 14 და 2017 წლის − 43 რეკომენდაცია.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2016-2017 წლებში 29 ანგარიშში დაფიქსირებული სისხლის სამართლის დანაშაულის მაღალი რისკის შემცველი გარემოებები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადააგზავნა სამართალდამცავ ორგანოებში.

იხილეთ სრული ანგარიში



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა