საქართველოს მთავრობამ პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარადგინა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის
(საქართველომ ქარტიას ხელი მოაწერა 2002 წელს, ხოლო 2004 წელს მისი რატიფიცირება განახორციელა) დამატებითი ოქმი „ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მოქალაქეთა მიერ მონაწილეობის მიღების უფლების თაობაზე,“ რომელიც მიღებულია ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ 2009 წლის 16 ნოემბერს უტრეხტში და ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის უფლებას ეხება.
საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი.
იხ. დამატებითი ოქმი „ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მოქალაქეთა მიერ მონაწილეობის მიღების უფლების თაობაზე
