თქვენ იმყოფებით: სტატიები დეცენტრალიზაციის რეფორმის საპარლამენტო სამუშაო ჯგუფს ზაზა გაბუნია უხელმძღვანელებს
დეცენტრალიზაციის რეფორმის საპარლამენტო სამუშაო ჯგუფს ზაზა გაბუნია უხელმძღვანელებს
დეცენტრალიზაციის რეფორმის საპარლამენტო სამუშაო ჯგუფს ზაზა გაბუნია უხელმძღვანელებს
12 მარტი, 2019 წ.
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, მთავრობის მიერ მომზადებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხილვის მიზნით საპარლამენტო სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია უხელმძღვანელებს.

ბიუროს სხდომაზე ზაზა გაბუნიამ განაცხადა, რომ „საქართველოს პარლამენტი იწყებს მნიშვნელოვან სამუშაოს, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის განხილვას უკავშირდება. სწორედ, ამ მიზნით არის წარმოდგენილი ინიციატივა, რომელიც საქართველოს პარლამენტში შესაბამისი სამუშაო ჯგუფის ფორმირებას გულისხმობს და რომელიც დაკომპლექტებული იქნება, როგორც პოლიტიკური ჯგუფების, ისე დარგობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით. ეს არის საკმაოდ შრომატევადი, მნიშვნელოვანი, საყურადღებო პროცესი. ეს არის რეფორმის პოლიტიკის დოკუმენტი და მნიშვნელოვანია, რომ ამ დოკუმენტზე საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები ჩამოაყალიბოს, რისთვისაც ყველა პოლიტიკურ ჯგუფს ვიწვევთ მონაწილეობის მისაღებად, მათ შორის, დარგობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით“.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა