თქვენ იმყოფებით: სტატიები სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვას სპეციალური დეპარტამენტი განახორციელებს
სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვას სპეციალური დეპარტამენტი განახორციელებს
სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვას სპეციალური დეპარტამენტი განახორციელებს
09 ოქტომბერი, 2018 წ.
სასოფლო-სამეურნეო მიწის დანიშნულების შესახებ კანონპროექტის ფარგლებში, ახალი დეპარტამენტი შეიქმნება, რომელსაც მიწის მართვა დაევალება. ააღნიშული ინიციატივის განხილვა ოქტომბერში იგეგმება.

გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს, მიწის როგორც უცხოელებზე გასხვისების, ისე იპოთეკით დატვირთვის წესებს. მისი ავტორი აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიაა.


აღნიშნული კანონპროექტი ძალიან  ბევრ საკითხს მოიცავს. მათ შორის, შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მიწის მართვის დეპარტამენტი, რომელიც აღრიცხავს მიწის კატეგორიებს, შეადგენს მიწის ბალანსს და შესაბამის საკითხებს დაარეგულირებს“. 


გარდა ამისა, ცვლილებები ითვალისწინებს შეზღუდვებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იპოთეკით დატვირთვასთან დაკავშირებითაც. პროექტის მიხედვით, დაუშვებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება უცხოელის, ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის სასარგებლოდ. ასევე იკრძალება იურიდიული პირის მიერ წილის იმ ოდენობით გაყიდვა, რომლის შედეგადაც წილის 50%-ზე მეტი შესაძლოა, გახდეს უცხოელი ან უცხოური საწარმო.

ამასთან, თუ იურიდიული პირის საკუთრებაშია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და წილის/აქციის/პაის შეძენის ან პარტნიორობის (სპს-ის და კს-ის კომპლემენტარების შემთხვევაში) სურვილს გამოხატავს საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, უნდა დგინდებოდეს ამ უკანასკნელის ან/და მისი პარტნიორი იურიდიული პირის ბენეფიციარი მესაკუთრე.

bpn.ge

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა