საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას განცხადებით,
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა კვლავ იმუშავებს და ის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში იქნება ასახული.
ზაზა გაბუნია: „ამ საკითხზე იმუშავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და გააკეთა მისი ანალიზი. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის გაიმართა კონსულტაციები და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უკვე გვაქვს გადაწყვეტილება ამ პროგრამის აღდგენის თაობაზე. ეს არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ მოქალაქეები აქტიურად იყვნენ ჩართულები გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ამით სასარგებლო შედეგები მოუტანონ დასახლებას, თემსა და სოფელს“.
კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, მიმდინარე კვირის ბოლოს, კომიტეტის სხდომაზე პროგრამის შინაარსობრივ მხარეზე იქნება საუბარი.