„საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მიხედვით მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისათვის 900 მილიონი ლარია გათვალისწინებული. კერძოდ:
280,0 მლნ ლარი გათვალისწინებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის;
20,0 მლნ ლარი - მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის;
რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის გათვალისწინებულია 254.1 მლნ ლარი, მათ შორის:
- მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა (ADB) - 80.0 მლნ ლარი;
- საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტი (EIB) - 70.0 მლნ ლარი;
- რეგიონალური განვითარების პროექტი (კახეთი, იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი და სამცხე-ჯავახეთი) - ჯამში 38.5 მლნ ლარი;
- რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი - 13.0 მლნ ლარი;
- საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი - 10.0 მლნ ლარი;
წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებულია 225.5 მლნ ლარი, მათ შორის 2019 წელს განხორციელდება:
- რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერის ღონისძიებები:
- 25.0 მლნ ლარი, მათ შორის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში წყლის ხელოვნური რეზერვუარის მშენებლობა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება;
- ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროგრამა - 160.0 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია სასმელი წყლის და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია (მესტია, ანაკლია, ურეკი, ფოთი, ზუგდიდი, ჯვარი, ჭიათურა, გუდაური, ბაკურიანი, ბოლნისი, მარნეული), ასევე ქუთაისის და 8 თელავის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია და აბაშის მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაცია;
დონორების მიერ დაფინანსებული საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახდელების ფარგლებში გათვალისწინებულია თბილისის ავტობუსების პროექტების დაფინანსება - 130,0 მლნ ლარი და თბილისის მყარი ნარჩენების მართვის პროექტის დაფინანსება 20,0 მლნ ლარი;
