თქვენ იმყოფებით: სტატიები მუნიციპალიტეტების დაფინანსების სისტემა იცვლება
მუნიციპალიტეტების დაფინანსების სისტემა იცვლება
მუნიციპალიტეტების დაფინანსების სისტემა იცვლება
02 ოქტომბერი, 2018 წ.
„საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მიხედვით მუნიციპალიტეტებისთვის გათანაბრებითი ტრანსფერის სისტემა იცვლება განაწილებული გადასახადის (tax sharing) სისტემით და 2019 წლის 1 იანვრიდან დამატებული ღირებულების გადასახადის 19% განაწილდება მუნიციპალიტეტზე, ხოლო საშემოსავლო გადასახადის სხვადასხვა სახეებიდან მიღებული შემოსავლები მთლიანად მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში.

განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ აღნიშნული ცვლილებების შემდეგ ეკონომიკის ზრდის პარალელურად მუდმივად მზარდი იქნება მუნიციპალიტეტების საკუთარი შემოსავლები, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათ დამოუკიდებლობას. არსებული სისტემის შენარჩუნების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტების დაფინანსება (საშემოსავლო გადასახადი და გათანაბრებითი ტრანსფერი) 2019 წელს იქნებოდა 900,6 მლნ ლარი (ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მუნიციპალიტეტების გარდა), რაც 2018 წლის მაჩვენებელზე 61,9 მლნ ლარით მეტია. დაფინანსების ახალი სისტემის მიხედვით აღნიშნული მუნიციპალიტეტების დაფინანსება შეადგენს 946,6 მლნ ლარს, რაც 2018 წლის მოცულობაზე 107,9 მლნ ლარით მეტი, ხოლო ძველი სისტემით გაანგარიშებულ 2019 წლის მოცულობაზე 46,0 მლნ ლარით მეტია.

ასევე, ვინაიდან მუნიციპალიტეტის დაფინანსების სისტემის შეცვლის შედეგად ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება მუნიციპალიტეტების შემოსავლები, გარდამავალ პერიოდში (2019-2023 წლები) მუნიციპალიტეტები უფლებამოსილნი არიან მიმდინარე ხარჯები გაზარდონ მხოლოდ მშთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროცენტული მაჩვენებლით. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, თუ საქართველოს პარლამენტის მიერ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით წინა წელთან შედარებით გაიზრდება მუნიციპალიტეტების ფუნქციები. ასეთ შემთხვევაში მუნიციპალიტეტებს, მათი ფუნქციების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოეყოფა სპეციალური ტრანსფერი.

დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილება ხორციელდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის, 6 წლამდე ბავშვების რაოდენობის, 6-დან 18 წლამდე მოზარდთა რაოდენობის, მუნიციპალიტეტის ფართობის და მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრების სტატუსის მქონე პირთა რაოდენობის მიხედვით. კერძოდ, მუნიციპალიტეტებისთვის განკუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადის:

• 60% ნაწილდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მიხედვით;
• 15% ნაწილდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 6 წლამდე ბავშვების რაოდენობის მიხედვით;
• 10% ნაწილდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 6-დან 18 წლამდე მოზარდების რაოდენობის მიხედვით;
• 5% ნაწილდება მუნიციპალიტეტის ფართობის მიხედვით;
• 10% ნაწილდება მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრების სტატუსის მქონე პირთა რაოდენობის მიხედვით.

კანონის პროექტის თანახმად წლიური ბიუჯეტის კანონით განისაზღვრება დამატებული ღირებულების გადასახადის წლიური პროგნოზიდან გამომდინარე, თითოეული მუნიციპალიტეტისათვის ზემოაღნიშნული წესით გამოთვლილი გასანაწილებელი გადასახადის ოდენობა, პროცენტულ გამოხატულებაში დღგ-ის მთლიან ოდენობის 19%-თან მიმართებაში. ამასთან, კოდექსით განისაზღვრება გათანაბრებითი ტრანსფერიდან განაწილებულ გადასახადზე გადასვლის გარდამავალი პერიოდი 2019-2023 წლებისათვის. გარდამავალ პერიოდში დგინდება თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები შემოსავლის წინა წელთან ზრდის შეზღუდვა, რომელიც 2019 წლისათვის განსაზღვრულია 25%-ით, ხოლო 2020- 2023 წლებში, წინა წელთან შედარებით თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების შედეგად მისაღები შემოსავლის საპროგნოზო მოცულობის ზრდის მაქსიმალური პროცენტული მაჩვენებელი განისაზღვრება წლიური ბიუჯეტის კანონით, ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი თითოეულ წელს არ უნდა იყოს 25%- ზე ნაკლები. განსაზღვრულ პროცენტულ მაჩვენებელზე მეტი რესურსი მიიმართება იმ მუნიციპალიტეტების შემოსავლებში, რომელთა მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე.

მუნიციპალიტეტის კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადის პროცენტული მაჩვენებლი:

მუნიციპალიტეტების დასახელება

დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილება

დღგ-ის 19%-ის განაწილება

დღგ-ის საორიენტაციო მოცულობა

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

50.01%

473,415.2

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი

5.07%

47,953.6

ქობულეთის მუნიციპალიტეტი

0.98%

9,304.0

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

0.68%

6,410.9

ქედის მუნიციპალიტეტი

0.65%

6,110.3

შუახევის მუნიციპალიტეტი

0.03%

250.0

ხულოს მუნიციპალიტეტი

0.23%

2,170.0

ახმეტის მუნიციპალიტეტი

0.70%

6,585.6

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

0.91%

8,609.1

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი

0.15%

1,384.9

თელავის მუნიციპალიტეტი

1.42%

13,435.3

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

0.93%

8,841.3

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

0.83%

7,855.6

სიღნაღის მუნიციპალიტეტი

0.40%

3,769.4

ყვარლის მუნიციპალიტეტი

0.43%

4,096.3

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი

3.48%

32,935.3

ჭიათურის მუნიციპალიტეტი

0.79%

7,494.1

ტყიბულის მუნიციპალიტეტი

0.38%

3,602.8

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

0.83%

7,881.3

ბაღდათის მუნიციპალიტეტი

0.54%

5,071.1

ვანის მუნიციპალიტეტი

0.67%

6,381.8

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

0.93%

8,787.3

თერჯოლის მუნიციპალიტეტი

0.81%

7,648.1

სამტრედიის მუნიციპალიტეტი

0.74%

7,007.6

საჩხერის მუნიციპალიტეტი

1.03%

9,772.3

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი

0.52%

4,947.8

ხონის მუნიციპალიტეტი

0.69%

6,524.0

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

0.36%

3,398.5

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

2.42%

22,888.2

აბაშის მუნიციპალიტეტი

0.57%

5,388.6

მარტვილის მუნიციპალიტეტი

0.80%

7,526.0

მესტიის მუნიციპალიტეტი

0.35%

3,346.4

სენაკის მუნიციპალიტეტი

0.69%

6,545.8

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

0.55%

5,195.0

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

0.63%

5,991.7

ხობის მუნიციპალიტეტი

0.34%

3,250.0

გორის მუნიციპალიტეტი

3.01%

28,511.0

კასპის მუნიციპალიტეტი

0.60%

5,682.5

ქარელის მუნიციპალიტეტი

0.95%

9,032.0

ხაშურის მუნიციპალიტეტი

1.04%

9,863.5

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი

2.28%

21,562.9

ბოლნისის მუნიციპალიტეტი

0.09%

875.0

გარდაბნის მუნიციპალიტეტი

0.20%

1,875.0

დმანისის მუნიციპალიტეტი

0.52%

4,939.0

თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი

0.53%

4,993.3

მარნეულის მუნიციპალიტეტი

1.23%

11,629.8

წალკის მუნიციპალიტეტი

0.15%

1,404.5

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

0.74%

6,980.8

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

1.41%

13,313.8

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

0.32%

3,021.8

ადიგენის მუნიციპალიტეტი

0.45%

4,300.6

ასპინძის მუნიციპალიტეტი

0.07%

662.5

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი

0.07%

650.0

ახალციხის მუნიციპალიტეტი

0.91%

8,638.8

ბორჯომის მუნიციპალიტეტი

0.10%

975.0

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

0.29%

2,788.4

დუშეთის მუნიციპალიტეტი

0.51%

4,823.6

თიანეთის მუნიციპალიტეტი

0.44%

4,121.0

მცხეთის მუნიციპალიტეტი

0.44%

4,131.3

ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

0.01%

87.5

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

0.73%

6,931.4

ლენტეხის მუნიციპალიტეტი

0.36%

3,454.4

ონის მუნიციპალიტეტი

0.39%

3,715.5

ცაგერის მუნიციპალიტეტი

0.62%

5,840.5

სულ

100.00%

946,580.0




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა