თქვენ იმყოფებით: სტატიები გუბერნატორები, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი
გუბერნატორები, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი
გუბერნატორები, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი
27 ივლისი, 2018 წ.
27 ივლისს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო კონსტანტინე კანდელაკი „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის“ ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა გუბერნატორების დანიშნვა-გათავისუფლების საკითხე და იმაზე, რამდენადაა ეს კავშირში წინასაარჩევნო პერიოდთან. 26 ივლისის პრემიერ-მინისტრმა 5 რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. გათავისუფლების მიზეზად პრემიერმა რეგიონების მართვასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციის ახალი მიდგომები დაასახელა. მამუკა ბახტაძემ ასევე დანიშნა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელი. კონსტანტინე კანდელაკის თქმით, ეს თანამდებობა „კარგად დავიწყებული ძველია“და ის გუბერნატორთა კონტროლის ფუნქციას ატარებს. შესაძლოა, ამჯერად ამ სტრუქტურას არ ჰქონდეს საარჩევნო სამზადისზე გავლენის მოხდენის ფუნქცია, თუმცა სხვადასხვა წლებში სწორედ ამ მნიშვნელობას ატარებდა.


https://radiotavisupleba.ge/a/29393749.html
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა