„ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, რომ ეს რეფორმა წარმატებით დაიგეგმოს და შესაბამისად, წარმატებით განხორციელდეს“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს თვითმმართველობის განვითარების ხედვის პრეზენტაციისას განაცხადა.
რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციას პარლამენტში საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, თბილისის მერი, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დისკუსიას მოდერირებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ირაკლი მატკავა უწევდა.
