თქვენ იმყოფებით: სტატიები ლაგოდეხის საკრებულო პეტიციის ელექტრონული ფორმით მიმართვის წესს განსაზღვრავს
ლაგოდეხის საკრებულო პეტიციის ელექტრონული ფორმით მიმართვის წესს განსაზღვრავს
ლაგოდეხის საკრებულო პეტიციის ელექტრონული ფორმით მიმართვის წესს განსაზღვრავს
28 თებერვალი, 2018 წ.
ლაგოდეხის საკრებულოს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე 2 მარტის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი განიხილეს. წარმომადგენლობითი ორგანოს თანამდებობის პირებმა სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს. მათ შორის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენის ცვლილებების პროექტის შესახებ, რომელიც საკრებულოს თანამდებობის პირების უფლებამონაცვლეობას, ასევე პეტიციის ელექტრონული ფორმით მიმართვის წესს განსაზღვრავს. ბიუროს სხდომზე მოსმენილი იქნა კანონმდებლობით დადგენილი ადგილობრივი შესყიდვების შესრულების ყოველწლიური ანგარიში.
დღის განმავლობაში აღნიშნულ საკითხებზე იმსჯელეს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და იურიდიულ საკითხთა კომისიების სხდომაზეც. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა 2 მარტს 12:00 საათზე მერიის მცირე დარბაზში ჩატარდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა