თელავის, მცხეთის, გორის, ახალციხის, ამბროლაურის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში ახლად არჩეული საკრებულოების პირველი სხდომა ხვალ გაიმართება
13 ნოემბერი, 2017 წ.
მუნიციპალიტეტების ახლად არჩეული საკრებულოების პირველი სხდომების მოწვევის შესახებ განკარგულება, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს, 13 ნოემბერს მიიღო.

ცესკოს განკარგულებით, თვითმმართველი თემები თელავი, მცხეთა, გორი, ახალციხე, ამბროლაური და ზუგდიდი წარმომადგენლობითი ორგანოებში საკრებულოს პირველ სხდომებს, 2017 წლის 14 ნოემბერს 15:00 საათზე გამართავენ.

ხოლო ქვეყნის მასშტაბით ოზურგეთის გარდა, ყველა დანარჩენი მუნიციპალიტეტი სხდომებს, 20 ნოემბერს 15:00 საათზე გამართავს.
ბეჭდვა