ჩემო კასპელებო, მეგობრებო, გემშვიდობებით კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის რანგში.
ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობა იყო ჩემი ხალხის და ქვეყნის სამსახური ამ პოზიციაზე.მინდა ერთხელ კიდევ მადლიერება გამოვხატო ჩემი კასპელების, - ჩემი ამომრჩევლების მიმართ, რომლებმაც გამომიცხადეს ნდობა და მხარი დამიჭირეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში და პირდაპირი წესით ამირჩიეს გამგებლის თანამდებობაზე.ეს იყო არა მარტო ჩემი, არამედ მმართველი პარტიის - ,, ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს '', ხელისუფლების და ხალხის მიერ მონიჭებული ნდობის მანდატი, უდიდესი პასუხისმგებლობა და გამარჯვება.
ოთხი წლის განმავლობაში ჩემს გუნდთან,საკრებულოსთან, შიდა ქართლის გუბერნიასთან, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად და მხარდამხარ ვცდილობდი მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის გამელამაზებინა ყოფა-ცხოვრება, გადამეწყვიტა წლების მანძილზე დაგროვილი იფრასტრუქტურული თუ კერძო პრობლემები, მქონოდა ჩემს ხალხთან მჭიდრო კონტაქტი, ურთიერთთანამშრომლობა, სიყვარული და მზრუნველობა...ბევრი გავაკეთეთ, ბევრიც ვერ მოვასწარით,მაგრამ იმედი მაქვს, რომ სწორად დაწყებული ქვეყნის და ხალხის კეთიდღეობის აღმშენებლობა კვლავ წარმატებით გაგრძელდება.
ეს ოთხი წელი იყო ახალი გამოწვევების წლები.მე უფლის მადლობელი ვარ ამ შანსისთვის.ეს იყო საუკეთესო წლები ქვეყნის და ხალხის სამსახურში.მე ბოლომდე ვრჩები ჩემი ქვეყნის რიგით ჯარისკაცად და, სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის და ყველგან დავიცავ ქვეყნის, ჩემი კასპელების კანონიერ ინტერესებს.
მადლობ, ნახვამდის !!!
პატივისცემით,
გოჩა გოჩიტაშვილი