თქვენ იმყოფებით: სტატიები „ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბიუროკრატიული მანქანა მერიაში დაინგრეს“ - კახა კალაძე
„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბიუროკრატიული მანქანა მერიაში დაინგრეს“ - კახა კალაძე
08 ნოემბერი, 2017 წ.
თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კახა კალაძემ „რადიო ფორტუნასთან“ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბიუროკრატიული მანქანა მერიაში დაინგრეს. გვინდა მეტი ინოვაცია, მეტი თანამედროვეობა. მაგალითად, ერთი ძალიან საინტერესო მიმართულება, რომელზედაც მე ვსაუბრობდი წინასაარჩევნოდ და ამ პროექტის განხორციელებას ვაპირებთ, ეს არის, რა თქმა უნდა, ერთი ფანჯრის პრინციპი. მერიაში მოსულ ადამიანს არანაირი პრობლემა არ უნდა შეექმნას, მაშინვე უნდა ჰქონდეს დასმულ კითხვაზე პასუხი, კონკრეტულ მოთხოვნაზე და ა.შ. პარალელურად ამისა, ჩვენ ვქმნით შესაბამის ვებ-პლატფორმას. დღეს სოციალურ ქსელზე, ზოგადად ინტერნეტზე ყველას მიუწვდება ხელი და შევთავაზებთ სერვისებს თბილისში მაცხოვრებელ ადამიანებს, რომ სახლიდან გაუსვლელად ექნებათ შესაძლებლობა ყველა მუნიციპალურ სერვისზე ჰქონდეთ წვდომა, ამ პროექტზე დიდი ხანია დაწყებული გვაქვს მუშაობა და ძალიან მალე დავიწყებთ განხორციელებას და ეტაპობრივად წარვადგენთ იმ კონკრეტულ მიმართულებებს, რომლებიც იქნება ჩვენი მხრიდან გაჟღერებული, შესაბამისად, ბიუროკრატიის დანგრევაზე როდესაც ვსაუბრობთ, შესაბამისად, ჩვენ გარკვეული რეფორმების გატარება მოგვიწევს მერიაში, შესაძლოა ეს ბევრისთვის სასიამოვნო არ იყოს, თუმცა ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. რა თქმა უნდა, ბევრი პროფესიონალი მუშაობს დღეს მერიაში და ამ ადამიანების შესაძლებლობა, ამ ადამიანების პატიოსნება, პროფესიონალიზმი უნდა იყოს სწორად გამოყენებული მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა