თქვენ იმყოფებით: სტატიები ქალაქ ახალციხის საკრებულოს უმრავლესობამ ქალაქის სტატუსის გაუქმებას და თემთან გაერთიანებას მხარი დაუჭირა.
ქალაქ ახალციხის საკრებულოს უმრავლესობამ ქალაქის სტატუსის გაუქმებას და თემთან გაერთიანებას მხარი დაუჭირა.
ქალაქ ახალციხის საკრებულოს უმრავლესობამ ქალაქის სტატუსის გაუქმებას და თემთან გაერთიანებას მხარი დაუჭირა.
19 მაისი, 2017 წ.
ქალაქ ახალციხის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 15:00 საათზე დაიწყო.

დღის წესრიგის მიხედვით მათ „ქალაქ ახალციხის და ახალციხის მუნიციპალიტეტების გაერთიანების საფუძველზე ახალი მუნიციპალიტეტის წინადადების შესახებ საკრებულოს მოსაზრება“ უნდა დააფიქსირონ.

15 დეპუტატიდან სხდომას მხოლოდ ერთი, "ქართული ოცნებიდან" კობა გელაშვილი არ ესწრება. სხდომას ესწრება ახალციხის მერი ვლადიმერ ზედგინიძეც.

9 მომხრე და 5 წინააღმდეგი, ქალაქ ახალციხის საკრებულოს უმრავლესობა დაეთანხმა მთავრობის პოზიციას – ახალციხეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი გაუუქმონ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობა 12 თვითმმართველი ქალაქიდან შვიდისთვის სტატუსის გაუქმებას ფიქრობს. ეს ქალაქებია: ოზურგეთი, გორი, ამბროლაური, ახალციხე, თელავი და მცხეთა. დღეს, 19 მაისს აქ ქალაქებისა და ასევე მათი თემების საკრებულოებში გაერთიანების საკითხზე სხდომები იმართება;

[sknews.ge]
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა