ქალაქ თელავის საკრებულომ 7 ხმით 4-ის წინააღმდეგ მიზანშეწონილად ცნო თვითმმართველი ქალაქისა და თვითმმართველი თემის გაერთიანება. საკრებულოს სხდომამ ხმაურით ჩაიარა.
მოსახლეობის ერთი ნაწილი აღნიშნულ საკითხს აპროტესტებდა. მათ წარმოდგენილი ჰქონდათ არგუმენტები, რომლის თანახმადაც, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი არ უნდა გაუქმდეს.
როგორც საზოგადოების წარმომადგენლები აცხადებენ, საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ქართული დემოკრატიის თვითმმართველობის განვითარების გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯია.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განცხადება, საზოგადოების ნაწილი, რომელიც დღეს დარბაზში იმყოფებოდა, მოყვანილი იყო. „ეს ხალხი ვიღაცის მიერ შეცდომაში იყო შეყვანილი“, - განაცხადა არჩილ თხლაშიძემ.
წყარო: http://www.interpressnews.ge