თქვენ იმყოფებით: სტატიები ბორჯომის გამგეობაში სამსახურების უფროსების ვინაობა ცნობილია
ბორჯომის გამგეობაში სამსახურების უფროსების ვინაობა ცნობილია
25 ივლისი, 2014 წ.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სამსახურის უფროსები უკვე ოფიციალურად დაინიშნენ.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად ნინო გოგოლაძე იმუშავებს. საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსი მაია ბოჭორიშვილი იქნება. შესყიდვების სამსახურს მაია მახარაშვილი უხელმძღვანელებს. კულტურის სამსახურის უფროსად მარინა ხუჯაძე იმუშავებს. იურიდიული და აუდიტის სამსახურის უფროსად გიორგი ჭანკოტაძე დაინიშნა. ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ჩადუნელი იქნება. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი კი ავთანდილ ტივაძე იქნება.

ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსის თანამდებობა ჯერ ვაკანტურია.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ აღნიშნული სამსახურებიდან ორი: იურიდიული და აუდიტისა და ასევე, შესყიდვების სამსახური ახალი ჩამოყალიბებულია, ხოლო აქამდე არსებული ეკონომიკის სამსახური ორად გაიყო და ახლა ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახური ცალკეა, ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური ცალკე.

ასევე გაუქმდა სოციალური სამსახური და განყოფილებად შეუერთდა ადმინისტრაციულ სამსახურს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი განმარტავს, რომ ყველა სამსახურის უფროსი ახალია, გარდა ერთისა, საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსად მაია ბოჭორიშვილი აქამდეც მუშაობდა.

[თამარ თოთაძე, ბორჯომი]
http://sknews.ge/
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა