თქვენ იმყოფებით: სტატიები ვინ დაინიშნა მოადგილეებად და სამსახურების უფროსებად
ვინ დაინიშნა მოადგილეებად და სამსახურების უფროსებად
25 ივლისი, 2014 წ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, გამგეობა ამჟამად რეორგანიზაციის პროცესშია. მან გამგებლის პირველ მოადგილედ დანიშნა პაატა გოგოლაძე.გამგებელს კიდევ ორი მოადგილე ეყოლება – დავით დევდარიანი და თემურ ჩხეიძე.

გამგეობაში ცხრა სამსახური ფუნქციონირებს.
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსად გამგებელმა წარადგინა ვლადიმერ გელაშვილი;
სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსად – ნანა კიკნაძე;
სახანძრო-სამაშველო სამსახურის – ნიკა ვეფხვაძე;
სამხედრო აღრიცხვის სამსახურის – დავით ლომსაძე;
ადმინისტრაციული სამსახურის – კახა გოლუბიანი;
ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის – როინ გელაშვილი;
ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის – არჩილ ლურსმანაშვილი;
ინფრასტრუქტურის სამსახურის – მალხაზ ფხალაძე;
განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის – ირინე ჩხეიძე.

რაც შეეხება გამგებლის წარმომადგენლებს, გამგებლის ინფორმაციით, შესაძლოა, უმეტეს შემთხვევაში თანამდებობაზე დატოვოს ყოფილი რწმუნებულები, რადგან მათი მუშაობის მიმართ ნაკლები შენიშვნა აქვს.

http://chemikharagauli.com
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა