თქვენ იმყოფებით: სხვადასხვა სიახლები თვითმმართველობაზე საშემოსავლო გადასახადის გამიჯვნა 2018 წლის 1 იანვრამდე გადაიდო
საშემოსავლო გადასახადის გამიჯვნა 2018 წლის 1 იანვრამდე გადაიდო
02 ოქტომბერი, 2014 წ.
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი  ითვალისწინებს 2018 წლის 1 იანვრიდან შემოსულობების გადანაწილების წესში ცვლილებას და შესაბამისი ცვლილება შედის კოდექსით დამტკიცებულ დანართში. კანონპროექტის განმარტებით ბარათში კერძოდ ნათქვამია რომ, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში მიიმართება:

ა) საშემოსავლო გადასახადი მეწარმე ფიზიკურ პირთა საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან;
ბ) არარეზიდენტი პირების საშემოსავლო გადასახადი (გარდა ქონების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლებისა);
გ) საშემოსავლო გადასახადი ფიზიკური პირის მიერ მატერიალური აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტიდან;
დ) საშემოსავლო გადასახადი ფიზიკური პირისათვის ქონების ჩუქებიდან;
ე) საშემოსავლო გადასახადი ფიზიკური პირის მიერ ქონების მემკვიდრეობით მიღებიდან;
ვ) საშემოსავლო გადასახადი ფიზიკური პირის მიერ ქონების იჯარით გაცემის შედეგად მიღებული შემოსავლებიდან.

დღეის მდგომარეობით საშემოსავლო გადასახადის ზემოაღნიშნული სახეებიდან მიღებული შემოსულობები მერყეობს მშპ-ის დაახლოებით 1%-ის ფარგლებში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა