საქართველოს კანონი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 14.06.1998, გვ. 6) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. დაუშვებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ შემოიღოს ამ კანონით დადგენილი მოსაკრებლისაგან განსხვავებული ან დამატებითი სხვა ტარიფი, გადასახდელი ან მომსახურების საფასური იმ საქმიანობის განხორციელებისათვის ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ იმ მომსახურების გაწევისათვის, რომლისთვისაც უკვე დადგენილია მოსაკრებელი.“.
2. 121 მუხლის:
ა) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ სულ მოსახლეზე 3 ლარს თვეში, ხოლო იურიდიული პირის, ორგანიზაციისა და დაწესებულებისათვის – 25 ლარს ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით.
5. ნარჩენების წარმომქმნელმა შეიძლება მოახდინოს მოსაკრებლის ოდენობის დიფერენცირება დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე თავისი შემოსავლის, ქონების, მის მიერ დასაქმებული პერსონალის რაოდენობის ან/და საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.“;
ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51. ფიზიკური პირებისათვის მოსაკრებლის ოდენობა დიფერენცირებული უნდა იყოს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სიღატაკის ზღვრის მაჩვენებლების შესაბამისად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის 1 ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
ქუთაისი,
22 მარტი 2013 წ.
N380-IIს