მუხლი 1. კანონის მიზანი
ეს კანონი განსაზღვრავს სოფლის საზოგადოებრივი თვითმმართველობის არსს, სოფლის საზოგადოებრივი თვითმმართველი ერთეულის სტატუსს, უფლებამოსილებას, ორგანოებს, ფინანსურ და ქონებრივ საფუძვლებს, მის ურთიერთობას ხელისუფლების ორგანოებთან.