თქვენ იმყოფებით: სხვადასხვა განცხადებები „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრმა" საკონსტიტუციო კომისიაში პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით წინადადებები წარადგინა
„სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრმა" საკონსტიტუციო კომისიაში პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით წინადადებები წარადგინა
23 ივნისი, 2015 წ.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის“-ს წარდგენილი წინადადებები საქართველოს საპარლამენტის არჩევნების საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

 

49-ე მუხლი პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

 

  1. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული პირობების შექმნამდე საქართველოს პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 150 პარლამენტის წევრისაგან. პარლამენტის წევრის არჩევის, მანდატების განაწილების და არჩევნებში მონაწილეობის წესი განისაზღვრება საარჩევნო კანონმდებლობით.

 

  1. პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე   საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან.

 

 

50-ე მუხლი პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

 

 

  1. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას, რომლის მხარდაჭერაც დადასტურებულია ამომრჩეველთა ხელმოწერებით ორგანული კანონით დადგენილი წესით, ან რომელსაც არჩევნების დანიშვნის დროისათვის წინა არჩევნების შედეგების მიხედვით მოპოვებული აქვს პარლამენტის წევრის ერთი მანდატი მაინც.  ორგანული კანონით არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად მოთხოვნილი ამომრჩევლების ხელმოწერების რაოდენობა არ შეიძლება იყოს ამომრჩეველთა რაოდენობის 1%- ზე მეტი.

 

  1. არჩევნების საერთოეროვნული პროპორციული სისტემით ჩატარების  შემთხვევაში, საარჩევნო ბარიერი არ უნდა აღემატებოდეს 4%-ს. არჩევნების მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში ჩატარების შემთხვევაში მანდატების რაოდენობა უნდა დადგინდეს ამომრჩევლების რაოდენობის გათვალისწინებით, ისე რომ ის მეტნაკლებად შეესაბამებოდეს ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობის და ამომრჩველთა საერთო რაოდენობის  თანაფარდობას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა