თქვენ იმყოფებით: სხვადასხვა განცხადებები სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრმა ჟურნალისტებისთვის გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა
სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრმა ჟურნალისტებისთვის გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა
24 დეკემბერი, 2013 წ.

საკონკურსო თემა: „ადგილობრივი თვითმმართველობის იდეის და დაგეგმილი რეფორმის აქტუალიზაცია და პოპულარიზაცია“

კონკურსის მიზანი იყო, საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება ადგილობრივი თვითმმართველობის არსისა და დაგეგმილი რეფორმის შესახებ, კერძოდ:



** ადგილობრივი თვითმმართველობის არსი და საჭიროება - რა ძირითადი პრობლემების მოგვარებას უნდა ემსახურებოდეს ადგილობრივი თვითმმართველობა;
** ადგილობრივ თვითმმართველობებში დღეს არსებული პრობლემები და გამოწვევები;
** თვითმმართველობის რეფორმის სამთავრობო კონცეფციის არსი - რა სიახლეს გვთავაზობს თვითმმართველობის რეფორმა (კონცეფცია);
** როგორი იქნება შედეგი, რას მიიღებს ადგილობრივი მოსახლეობა ამ რეფორმის შედეგად?



სულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო ათმა ავტორმა.

 

ჟიურიმ პირველი ადგილი არავის არ მიაკუთვნა.

 

ჟიურის გადაწყვეტილებით პირველი ადგილის საპრიზო თანხა დაემატა მეორე და მესამე ადგილებს და სადაც ჯილდოს მფლობელად ორ - ორი ავტორი დასახელდა;

 

მეორე ადგილი:

 

სოფიო ქორიძე - თვითმმართველობის ახალი კონცეფცია: რეალური გამოსავალი რეალური პრობლემიდან; http://www.lsg.ge/?cat=news&topic=1811&lang=ka


გიორგი გირკელიძე - ორი აზრი ანუ ქალაქსა და სოფელს სხვადასხვა ამოცანები უდგათ წინ; http://www.lsg.ge/?cat=news&topic=1812&lang=ka;


მესამე ადგილი:

 


მალხაზ ჭკადუა - თვითმმართველობის რეფორმა, როგორც აუცილებლობა; www.lsg.ge/?cat=news&topic=1813&lang=ka;


მოდებაძე - დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი თვითმმართველობაა; http://www.lsg.ge/?cat=news&topic=1814&lang=ka;

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა