თქვენ იმყოფებით: სხვადასხვა ადგილობრივი თვითმმართველობის მარეგულირებელი კანონმდებლობა ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმი
ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმი
23 დეკემბერი, 2013 წ.
ქ. თბილისი 08.09.2009

ხელისმომწერი მხარეები ვაცნობიერებთ, რომ სრულფასოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის დამკვიდრება, ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება, ეფექტური ადმინისტრაციულტერიტორიული მოწყობის მიღწევა არასამთავრობო ორგანიზაციათა და მას-მედიის გაზრდილ ძალისხმევას და აქტიურ ურთიერთთანამშრომლობას საჭიროებს;

ვგრძნობთ, რომ მიმდინარე ეტაპზე საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის და დეცენტრალიზაციის შემდგომი განვითარება წარმოადგენს სასიცოცხლოდ აუცილებელ პირობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის;

მიგვაჩნია, რომ 2006 წელს განხორციელებული ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მიუხედავად, არსებობს გარკვეული სახის პრობლემები, რომლებიც ხელს უშლის ქვეყანაში რეალური დეცენტრალიზაციის განხორციელებას, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია:

• ადგილობრივი თვითმმართველობის არაეფექტური ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა;

•      ფორმალური ფისკალური დეცენტრალიზაცია;

• ცენტრის უაპელაციო ჩარევა ადგილობრივი თვითმმართველობის ექსკლუზიურ კომპეტენციებში. ვფიქრობთ, რომ აღნიშნულის აღმოსაფხვრელად საჭიროა:

• ექსკლუზიურ უფლებამოსილებებში ადგილობრივი თვითმმართველობისათვის მეტი ავტონომიურობის მინიჭება, კერძოდ სამთავრობო უწყებების და პრეზიდენტის რწმუნებულის უფლებამოსილებების კანონმდებლობაში მკაფიოდ გამიჯვნა, ასევე თვითმმართველობის ექსკლუზიური უფლებამოსილებების განხორციელებაში მათი ჩარევის დაუშვებლობა;

•     ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის გადახედვა და ამით ადგილობრივი თვითმმართველობის დაახლოება მოსახლეობასთან (საქართველოს ქალაქებში და სოფლებში თვითმმართველობის აღდგენა);

•    აღმასრულებელი სტრუქტურების ხელმძღვანელთა (გამგებლების და მერების) პირდაპირი არჩევის უზრუნველყოფა და ქ. თბილისში არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლა;

•   ადგილობრივი თვითმმართველობების ფინანსური თვითკმარობის უზრუნველყოფის მიზნით საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების გარკვეული ნაწილის თვითმმართველობებისათვის დატოვება და გამოთანაბრებითი ტრანსფერის ფორმული დახვეწა;

•    ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის ქონების რეალური გადაცემა და გადაცემული ქონების მართვაში ცენტრალური ხელისუფლების ჩარევის შეზღუდვა;

•თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის მრავალფეროვანი და ქმედითიმექანიზმების ინსტიტუციონალიზაცია;

•     თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო სისტემის დამკვიდრება, ადგილობრივდონეზე მოქალაქეთა ყველა მნიშვნელოვანი ჯგუფის წარმომადგენლობისუზრუნველყოფა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები:

ვეყრდნობით რა ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბების და დემოკრატიულისახელმწიფოს მშენებლობის პროცესზე სამოქალაქო გავლენის ზრდის გაზიარებულ ხედვას,ვთვლით, რომ ჩვენი ორგანიზაციების ზოგადი მიზნები საერთოა, საქმიანობის ფორმებიურთიერთშემავსებელი, სამოქმედო პრაქტიკა და პოლიტიკა კი შეთავსებადი,

ვადგენთ:

1. შეიქმნას არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია “ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისთვის”, რომლის ძირითადი მისიაა ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობა.

2. კოალიციის მიზნები ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

2.1 საქართველოში რეალური ადგილობრივი თვითმმართველობის დამკვიდრების ხელშეწყობა;

2.2 დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშეწყობა და საზოგადოებრივი ინტერესებისადმი ადექვატური ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის მოდელის პოპულარიზაცია;

2.3 ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა და არჩეულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლება, თვითმმართველობის ორგანოთა შესაძლებლობის გაზრდა;

2.4 მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა სახელისუფლებო პროცედურებსა და ადგილობრივი პრობლემების გადაჭრაში;

2.5. მუნიციპალურ და რეგიონალურ დონეებზე მდგრადი სოციალური და ეკონომიკური განვითარების პირობების შექმნის ხელშეწყობა;

2.6. რეალური ფისკალური დეცენტრალიზაციის დამკვიდრება.

3. მიზნებიდან გამომდინარე, კოალიციის წევრი ორგანიზაციების თანამშრომლობის ძირითად სფეროებად განისაზღვროს:

3.1. საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა (არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის მიერ 2005 წელს შემუშავებული კონცეფციის საფუძველზე);

3.2 ერთობლივი პროექტები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ეფექტურობის გაზრდისა და კარგი მმართველობის პრაქტიკის დამკვიდრებისთვის;

3.3. თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან;

3.4 ინფორმაციის გავრცელება და საჯარო დისკუსიების ინიცირება.

4. ზემოთ განსაზღვრულ სფეროებში კოალიცია განახორციელებს შემდეგ საქმიანობას:

4.1. გაეწიოს ლობირება კოალიციის წევრი ორგანიზაციების მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თვითმმართველობის ინსტიტუტის გაძლერებას. იზრუნოს ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის პრინციპების რეალური დამკვიდრებისათვის;

4.2 მოახდინოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის საკითხის აქტუალიზაცია და ხელი შეუწყოს ამ საკითხის გადაჭრაში თვითმმართველობის ორგანოებისა და სამოქალაქო ინსტიტუტების ჩართვას;

4.3 ხელი შეუწყოს თვითმმართველობის ინტერესების წარმოჩენას ცენტრალურ დონეზე, მოახდინოს კანონიერი ადგილობრივი ინტერესების ადვოკატირება;

4.4 ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა და არჩეულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლების ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებას და ითანამშრომლოს თვითმმართველობის ორგანოებთან მოხელეთა პროფესიონალიზმის ზრდისთვის;

4.5 აქტიურად ითანამშრომლოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დონორებთან და სააგენტოებთან, რათა საერთაშორისო პროექტები და პროგრამები მაქსიმალურად

შეესაბამებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა რეალურ საჭიროებებს;

4.6 კოალიციის წევრებმა მოახდინონ საკუთარი რესურსების მობილიზაცია და ახალი რესურსების შექმნა, ორგანიზაციული კულტურისა და თანამშრომლობითი პრაქტიკის დამკვიდრება;

4.7 განახორციელოს სამოქალაქო განათლებისა და მოსახლეობის ინფორმირების პროექტები, რათა ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის საზოგადოებრივი ბაზისის ფორმირებას საქართველოში.

4.8. განახორციელონ მუნიციპალურ და რეგიონალურ დონეებზე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი პროექტები და ინიციატივები.

5. კოალიციის იურიდიული სტატუსია არარეგისტრირებული კავშირი, იგი ემყარება ჰორიზონტალურ კოორდინაციას წევრებს შორის.

6. კოალიციის სამუშაო ორგანოა კოალიციის საბჭო, რომელიც შედგება ამ მემორანდუმზე წევრი-ორგანიზაციების სახელით ხელისმომწერ პირთაგან, მათი შეცვლა შესაძლებელია წევრი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით. თითოეულ სხდომის მიერ კონკრეტულ საკითხზე/ებზე აირჩევა საბჭოს სპიკერი/ები, რომელიც უფლებამოსილია გააკეთოს განცხადებები კოალიციის სახელით. კოალიციას აქვს ერთიანი ბლანკი, რაზედაც ფორმდება საბჭოს გადაწყვეტილებანი თუ განცხადებები, ასევე პრეს-რელიზები და რეკომენდაციები.

7. კოალიციაში ახალი წევრის მიღება ხდება კოალიციის საბჭოს გადაწყვეტილებით. თითოეული წევრი ორგანიზაციის წერილობითი თანხმობის საფუძველზე. კოალიციის ნებისმიერ წევრს შეუძლია დატოვოს კოალიცია საკუთარი უმაღლესი მმართველი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

8. კოალიციის წევრი გარიცხული იქნება კოალიციის წევრობიდან, თუ ის გამოვა ამ მემორანდუმით დეკლარირებული პრინციპების საწინააღმდეგოდ და არ დაიცავს მათ.

კოალიციის წევრები გამოხატავენ მტკიცე ნებას, რომ კოალიციის საქმიანობა დაემყაროს თანამშრომლობის, საჯაროობის, ჯანსაღი კონკურენციის და დისკრიმანაციის დაუშვებლობის პრინციპებს.

კოალიციის შექმნის ინიციატორები:

დავით ლოსაბერიძე

ექსპერტი,

მშვიდობის დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი

კონსტანტინე კანდელაკი

გამგეობის თავმჯდომარე,

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი

დავით ნარმანია

აღმასრულებელი დირექტორი

კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი

მიხეილ ჩიტაძე

გამგეობის თავმჯდომარე,

გორის საინფორმაციო ცენტრი

ირაკლი ჩავლეიშვილი

გამგეობის თავმჯდომარე,

საქართველოს ქალაქებისა და თვითმმართველობების კავშირი

პაატა გურგენიძე

გამგეობის თავმჯდომარე,

კავკასიის ჟურნალისტთა ქსელი

ხელს წერენ ასევე კოალიციის წევრები:

1. შიდა ქართლის დემოკრატიული განვითარების ინსტიტუტი;

2. ადგილობრივი დემოკრატიისა და ეკონომიკის ინსტიტუტი;

3. ახალქალაქის ბიზნეს-ცენტრი;

4. საქართველოს რეგიონალური მედიის ასოციაცია;

5. ასოციაცია ,,ათინათი“;

6. ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია - დეა;

7. საქართველოს სამოქალაქო განვიტარების ასოცოიაცია;

8. დემოკრატ მესხთა კავშირი;

9. სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი;

10. კავშირი ,,თემი“

11. საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი;

12. დემოკრატიული რეფორმების ინსტიტუტი;

13. სამცხე-ჯავახეთის მომხმარებელთა კავშირი;

14. მცხეთის სამოქალაქო განვითარების ასოციაცია;

15. ასოციაცია ”სკოლა, ოჯახი, საზოგადოება”.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა