დიმიტრი კოპალიანი: მძიმე მემკვიდრეობა მერგო, ამიტომ ნუ შეეცდებით ჩემს სიტყვებში იპოვოთ პათოსი
დიმიტრი კოპალიანი: მძიმე მემკვიდრეობა მერგო, ამიტომ ნუ შეეცდებით ჩემს სიტყვებში იპოვოთ პათოსი
03 ივლისი, 2013 წ.
ქუთაისის მერმა დიმიტრი კოპალიანმა, ჟურნალისტებისათვის მორიგი ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით ქუთაისის მერიაში ამ დრომდე რჩებიან თანამდებობებზე ის ადამაინები, რომლებზეც მათი საქმიანობის შესწავლის შესახებ საკითხი უნდა დადგეს.



„როცა ქუთაისში ჩამოვდიოდი ვიცოდი, რომ სირთულეები მელოდა, მაგრამ ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ დამხვდებოდა ცარიელი ბიუჯეტი, გეგმას ჩამორჩენილი შემოსავლები, შეჩერებული იფრასტრუქტურული პროექტები და რაც მთავარია აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური კონფლიქტი ცენტრალურ ხელისუფლებასთან. მძიმე მემკვიდრეობით მერგო გაბერილიში შტატები, წარმოუდგენლად გაზრდილი ადმინისტრაციული ხარჯები, ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის ასეულობით ფაქტი და უკანონოდ ცატარებული ტენდერები. მინდა მოვუწოდო ყველას, ნუ შეეცდებიან ჩემს სიტყვებში იპოვონ ქალაქში არსებულ პოლიტიკურ ჯგუფებთან დაპირისპირების პათოსი მერიასი ჯერ კიდევ რჩებიან თანამშრომლები, რომლებიც თავიანთი იზეო ქცევებით, უაზრო დაპირებებით და ე.წ „ატკატები“ ძიებით არიან დაკავებულები..“- ამბობს დიმიტრი კოპალიანი.


http://topnews.com.ge
ბეჭდვა