ხშირად ისმის ამ ბოლო დროს - თვითდაჯერებული და მენტორული ტონით ნათქვამი - ერთი მარტივი და კატეგორიული განცხადება: "მერი პოლიტიკური ფიგურა არაა, მერი მეურნე უნდა იყოს!"
ასეთი დარწმუნებული გამოძახილი ნეტავ რას ეფუძნება: რომელ ხანგრძლივ გამოცდილებასა თუ ცოდნას, რა განხილვებს ჩვენი კანონმდებლობის და კონსტიტუციის ან საერთაშორისო რომელ მაგალითებს, ნათელი არაა, რამეთუ არგუმენტაცია თან არ ახლავს.
დავანებოთ თავი აქ იმას თუ რა კატასტროფაა ქვეყნისთვის, როცა ყველა ყველა დარგის სპეციალისტია და ყველა თავისთავს აძლევს შეუზღუდავ უფლებას რათა საბოლოო განაჩენი გამოიტანოს ნებისმიერ საკითხზე - იცის და რა ჰქნას! ის გვავიწყდება, რომ მსოფლიო განვითარდა სწორედ მსჯელობით, არგუმენტების გაცვლით ანუ "დიალოგით", კამათით (და არა პირად ლანძღვაზე გადასვლით რაც საერთოდ უაღრესი სისუსტის ნიშანია).
დავბფრუნდეთ მერს ...
1. დავიწყოთ საქართველოს გამოცდილებით რომელიც სამწუხაროდ საკმაოდ მწირეა. თბილისის ისტორიის დიდი ნაწილი სხვა პოლიტიკური წყობაში გაიარა და სხვა ფორმებით ხასიათდებოდა: თბილისის საამირო იქმბოდა თუ გუბერნიის ცენტრი, თანამედროვე სახემწიფოს დედაქალაქის როლი გვიან შეიძინა. ისიც ჯერ რუსეთის იმპერიის და შემდგომ საბძჭოთა იმპერიის პირობებში რაც გარკვეულ ხასიათს აძლევს ჩვენს გამოცდილებას.
ამგვარ არა თავისუფალ ქალაქ წყობიდან გამომდინარე,თბილისის მართველობა მართლაც ნაკლებად პოლიტიკური იყო და მეტად "სამეურნე". საბჭოთა სისტემმაში სადაც პოლიტიკა საერთოდ ქვეყნიდან გარეთ გატანილი იყო და ჩვენი თავი არ გვეყუდნოდა, არც საქართვეოს კომპარტიაში, არც პოლიტბიუროში და ცხადია არც თბილისის მერიაში არ წყვდებოდა მოქალაქეების და ქვეყნის თუ ქალაქის საჭირბოროტო საკითხები და ბედი... მერი კი ნამდვილად მეურნეობის იქით არც იხედებოდა, პოლიტიკას უფრთხოდა და მისი მაქსიმალური "პოლიტიკური " მიხწევა თუ თბილისში ფილარმონიის, სპორტის სასახლისა, სტადიონის, ან მეტროს მშენებლობის უფლების მიღება და ბიუჯეტის განაკვეთის მოპოვება იქნებოდა. ამ საქმეს კი არ ამჟღავნებდა როგორც პოლიტიკურ მიხწევას. თუმცა იმ დროინდელ პირობებში ეს ნამდვილად დიდი "პოლიტიკური" წარმატება იყო. მაგრამ პოლიტიკურ სახე შენიღბული ჰქონდა და მხოლოდ ჩუმად თუ აღიარებდნენ მას როგრც "ეროვნულ საქმეს". აქიდან დამკვიდრდა ჩვენში რომ მერობა , ადგილობრივი მართველობა პოლიტიკა არა და სხვა საქმეა...
შემდეგ შევარდნაძეს პერიოდში ქალაქში ხომ საერთოდ არაფერი გაკეთდა თუ არა ქალქაის ცარცვა განდაგურება და მერია ერთ ერთი მთავარი " ფულის საშოვარ " ადგილად და კორუპციის ბუდედ იქცა, რისთვისაც ამ პერიოდის მერებმა თავი გაითქვეს.
სააკაშვილმა რეალურად დაგვაბრუნდა - და არა მხოლოდ ამ კუთხით - იმავე სისტემაში. ნიშანმდობლივია, რომ უგულავას სახელი დაკავშირებულია ქალაქის ხეების მოჭრასთან თუ ჰოლანდიურ ყვავილების შემოტანასთან, მიშას გარეშე არაფერი წყდებოდა: მიშას მიერ მოწონებულ და პერსონალურად შერჩეულ შენობები, ძველ თბილისის " სიღნაღიზაცია", ხიდი თუ სასახლე .... არცერთი კეტღოდ მერის პოლიტიკად ვერ აღიქმევა და არის მხოლოდ "უფროსის დაკვეთის შესრულება" როგორც ადრე თბილისი მოსკოვის დაკვეთას - არქიტექტურაში თუ სხვა სფეროში -მიყვებოდა....
მაგრამ დავაკვირდეთ იმას თუ ეს რას ნიშნავს : ასეთ ვიწრო კონცეპციაში მერობა წარმოდგენილია ქალაქის - როგორც ობიექტის- "მოვლა მოწესრიგებად" (აქ არ გვინდა იმის გარჩევა რამდენად ეს მოვლა/მოწესრიგება მოგვწონს თუ არა, ან კიდევ თბილისს უხდება თუ არა).... აქ ის არის საყურადღებო, რომ "მერობა" რასაც ჰქვია და რაც არსებითად "პოლიტიკურია" (პოლიტიკის სწორი და კლასიკური გაგებით და არა პოლიტიკოსობის) ანუ მოქალაქეებზე ზრუნვას ამ კონცეპციაში მას ადგილი არ გააჩნია. "მოქალაქეებზე" ზრუნვა და "სამოქალაქო" (ანუ ქალაქის) სივრცის შექმნა წარმოადგენს სწორედ და პოლიტიკის არსს : ძველი ბერძნული "პოლის"-ი ხომ ქალაქს ნიშნავს და პოლიტიკა კი ხვა არაფერია თუ არა ქალაქის მოწყობა და განვითარება. ასეთი მზრუვნელი მერი მოაქალაქეების ბედზე, ქალაქის სახეზე და განვითარებაზე ცხადია თბილის არ ჰყოლია, და სამაგიეროდ მიშას სურვილების აღმასრულებელი ჩინოვნიკები ერგო წილად. მერი მხოლოდ მეურედ წარმოოჩენილი რომელიც სამშენებლო ობიექტის, თუ კანალიზაციების დათვარიელებით ან მეტროს მძღოლად თავის გამოჩენით იქმნიდა ტიპიურ საბჭოთა არქეტიპს - "ხალხთან დაახლოებული" მერის სახეს.
ანუ მოკლედ რომ ვთქვათ საქართველოს ისტორიას არ გააჩნია მერობის ინსტიტუტის (და საერთოდ სხვა ინსტიტუტები იმავე დღეშია) თავისი ხამგრლივი გამოცდიელბა რომელსაც დაეყდნოს. თუმცა არიან მაგალითები თუუ როგორ უნდა უვლიდა ქალქას და მოაქლაქაეებზე ზრუნავდე, სამი გამონაკლისის გარდა: რაფიელ ერისთავი ზუგდიდიში, გიორგი ვოლსკი ბათუმში, ნიკო ნიკოლაზე ფოთში....
ნუთუ ეს სამი ჩვენი სახელმწიფო განვითარების უდიდესი ფიგურები ისტორიაში მეურნეებად შევიდნენ თუ პოლიტიკოსებად?
ვპასუხობ, არც ერთი და არც მეორე: ესენი იყვნენ სახელმწიფო მოღვაწეები, სახელმწიფო სამსახურში მდგომნი, იქ სადაც ის სამსახური მათ დაუძახებდა და სადაც სახელმწიფო საქმე გასაკეთებელი იყო... "სახელმზიფოებრიობა" ეს სიტყვა რომ დღეს ძნელად გასაგები გაგვიხდა, ამიტომ არის ისიც რომ ვერ გვესმის, პოლიტიკოსობა პოლიტიკა რომ არაა, და მეურნეობა პოლიტიკის გარეშე მხოლოდ მსახურობაა.
და თუ გადავხედავთ ამ ბუმბერაზ სახელმწიფო ფიგურების საქმიანობას დავინახავთ მათი აქტიურობის გაშლის მაშტაბს: კანალიზაციების მოწესრიგებიდან, ქალაქის დაგეგმარება, ტაძრის თუ პორტის მშენებლობა, ჯანდაცვაზე ზრუნვა, სკოლა და ქართულ ენაზე, და რაც მთავარია სამოქალაქო სივრცის დახვეწა განვითარებას როგორც თავისუფალი სივრცე... ამას " მეურნეობა" არ ჰქვია: არცერთი მათგანი ინჟინერი, ტეხნიკოსი, ბურალტერი თუ მექანიკოსი არ ყოფილა. მაგრამ ყველას ჰქონდა განვითარებული ის "მესამე თვალი" რომელიც ყველა საქმეში იყურება მხოლოდ ერთი კუთხით .. ეს ქვეყანას წარადგებადა რამდენად?... და ამიტომაც სახელმწიფო საქმე თბილისის მერობიდან კი არა თუნდაც პატარა სოფლის საქმეშიც აღმოჩნდება თუ თვალი ხედავს და გულს სტკივა.
2. საკუთარი გამოცდილებით რომ არ შემოვიფარგლოთ და თუ გადავხედავთ მსოფლიო პრაკტიკას, სურათი ნათელია. ყველგან დედაქალაქის მერობა პოლიტიკურ ნიშნით იხილება, ირჩევა და პოლიტიკურ დიდ წონის პოზიციად აღიქვება... ის პოლიტიკური ბრძოლები რაც თანახლავს პარიზის, ნიუ იორკის, შანხაის თუ მოსკოვის მერების არჩევანს ნათლად გვიჩვენებს თუ რაოდენ პოლიტიკურია ეს "სამეურნო"!
თუნდაც იმ გაგებით რომ პოლიტიკური ძალები იბრძვიან იმისთვის რომ დაიმკვიდრონ პოზიცია და გარკვეული ძალაუფლება, და ამავდრულად ის ფინანსური შესაძლებლობები რაც მერიას ეძლევა მეტადრე დედაქალქას. დღევანდელ მსოფლიოსთვის დამახასიათებელია და გლობალიზაციიდან გამომდინარე ის ფაქტი , რომ სახელმწიფო დონეზე ძნელად წარმოსადგენია რომ ხელსიუფლებამ შეძლოს თავის მიღებულ ზომებით გადაწყვიტოს ურთულესი დღევანდელი ამოცანები როგორიცაა საყოველთაო დაზღვევა ან დასაქმების პრობლემის აღმოკვეთა... ამ დროს დედაქალაქის მერს ჯერ კიდევ აქვს საშუალება რომ თავისი პოლიტიკური ხედვა რეალობაში გადაიტანოს და როგორც ამბობენ "განსხვავება დაანახოს" (ტო მაკე ა დიფფერენცე); მეტნაკლებად განათლებულ ადამიანმა ყველას გაგონილი აქვს გიულიანის, Bლოომბერგის სახელები. ეს =ენი არიან ის ნიუ იორკის მერენი რომლებმაც შექმნენ და შეიძლება ითქვას გადაარჩინენ ნიუ იორკი როგორც მსოფლიოდ დედაქალქაი . ბარონი ჰოსმანი კი მუდმივ დარჩება პარიზის მუზეუმიდან თანამედროვე ქალაქად გადაკეტებისათვის მისი წარსულის და ხასიათის დაუკარგავად. არა თუ სახელი გაითქვეს იმიტომ რომ უზარმაზარ ქალაქებს უხელმძღვანელებდნენ, არამედ იმიტომ რომ ჰაონდათ მომავლის ხედვა და ალღო. როგორც ნიკო ნიკოლაძემ თავის დროს. წარმოიდგინეს მომავალი, გაიგეს ახალი მსოფლიო პროცესები და იმ მომავალში მოუნახეს თავიანთ ქალაქს თავისი ადგილი... მერე შეიძლება აშენება როცა იცი რისთვის და რას აშენებ... ეს იყო ალბად ყველაზე დიდი შეცდომა (და იმედი მაქვს სასამართლო გვეტყვის მალე და დაამტკიცებს თუ ამ შეცდომასთან ერთად დანაშაულიც იყო) რომ ნაცებმა მშენებლობა მშენებლობისთვის დაიწყეს და პროპაგანდისთვის როგორც მათ მოსვლამდე ამის მაგალითი ნაცისტურ გერმანიამ და სტალინისტურ საბჭოტა კავშირმა მოგვცა ...სინგაპურიო, ნიუ იორკიო, პარიზიო, დუბაიო... ვეღარ ამოირჩიეს და თბილისის ბუნება კი ვერ დაინახეს როგორც იყო, რაც გამორიცხავს რომ მისი განვითარება გარდაქმნა შეძლო... არ გადასცდენ კოირებას და მიბაძვას, და ამითი დამახინჯდა ძველიც და ახალი ვერ შედგა!
მსოფლიო გამოცდილება მეურნეობაზე არაფერს გვეუბნება მაგრამ ცოდნა დაფიქრებაზე კი. დღეს ბორბალის აღმოჩენა არ გვინდა : ყველაფერს აქს თავისი პასუხი უკვე აღმოჩენილი სადღაც. საჭიროა კონტაქტები, სპეციალისტების იქ ნახვა სადაც არიან და იმათი ჩამოყვანა ვინც არა გყვავს და გვჭირდება, მაგრამ არა უცხოელების გაფეტიშება. ამ კუთხით ვიტყოდი რომ არქიტეკტორები ნაკლებად გვჭირდება , ვიდრე სწორედ კანალიზაციების ახალ ტეხნოლოგიების სპეციალისტები ან საავტომობილო მოძრაობის სწორი დაგეგმარების ტეხნიკოსები... ამას მეურნეობა არ ჰქვია, ამას ურთიერთობები და ქონტაქტების დამყარება სჭირდება და ამისთვის ცოდნა სად, რა და ვინ ეძებო.
სხვა ნაირად რომ არ გამიგოთ აქ მე არ ვამტკიცებ რომ ვინმეს უნდა მივბაძოთ, მაგრამ რადგან ყველაფერი სწრაფად ვითარდება სხვების შეცდომებზე ვისწავლოთ რა არ უნდა გავიმეოროთ ან რა პირიქით გადმოვიტანოთ და მოვირგოთ... ამასაც მეურნეობა არ განსაზღრავს!
3. რას ველით მერისგან: მეურნე არის ადამიანი რომელიც რომელიმე საქმეს განნაგებს, ბიუჯეტიდან თანხებს განკარგავს რათა დაგეგმილი სამუშაოვები შეასრულებინოს დროულად და ხარისხიანად, რომ აუცილებელი სამსახურები - წყლით და დენით მომარაგება, ნაგვის გატანა, მანქანების გადაადგილებას და გზების და სხვა ინსფრაქტურურების მოვლა და შეუფერხებლად მუშაობახე აიღოს პასუხისგებლობა.
გასაგებია რომ ეს საკითხები შედის მერის მოვალეობაში. ასევეაგებს პასუხს იმათზე ვინც დანიშნა მერიის სამსახურში დავალებების შესასრულებლად.
ისიც დასანახია რომ ნაწილი ეგრეთწოდებული "სამეურნო" საკითხებისა რეალურად უკვე მერიას და მერს გაცდა : წყალი, დენი, გაზი გადასულია კერძო კომპანიების ხელში რომელთანაც "მეურნე" მერი ვერც მოლაპარაკებაში ვერ შევა და ვერც ვერაფერს მათ შეაცვლევინებს. მაგალითისთვის 2012 წლიდან ევროკავშირის "კონკურენციის" საკითხებზე პასუხისმგებელ კომისარმა გაზპრომს დაემუქრა სანქციებით მისმიერ მონოპოლისტიკურ საქმიანობის გამო აღმოსავლეთ ევროპაში, დისტრიბუციის ქსელის დაუფლებით და ფასებზე შეუძღუდავი გავლენის მოპოვებით. ევროკავშირის მუქარამ ჯერ შედეგი ვერ გამოიტანა, და თბილისის მეურნე მერი ხომ...? აქ პოლიტიკური და ეკონომიკური სახელმწიფო საკითხები ერთმანეთში ერევა და მერი ვერ გადაწყვეტს მარტო მაგრამ უნდა ერკვევოდეს მაინც და თავის კუთხიდან სახელმწიფო დონეზე თავის მოთხოვნებს აყენებდეს. ის უნდა იყოს მთავრობასთან მიმარტებაში ქალაქის ინტერესების წარმოამდგენელი და დამცველი და არა მტავრობის გადაწყვეტილებების შემსრულებელი.
ასევ ავიღოთ ქალაქის მოწყობა, გზების და მოძრაობის მოწესრიგება: უგულავას მცდელობების მიერ გამოწვეულ კატასტრფისგან მაინც უნდა შეგვეგნო რომ ეს საქმე გაცდა მეურნეობას და ერთი ადამიანის გადაწყვეტილის შესაძლებლობებს.
3. მეურნე კი არ სჭირდება თბილისს, თბილისს მერი აკლია!
ქალაქის პოლიტიკა თბილისს არ ჰქონია რამდენი ხანია. მერობა ეს ნიშნავს ქალაქის ყველა მკვიდრზე ზრუნვა : როცა აშენებინებ გადასასვლელ ხიდებს და სპობ შუქნიშნებს (საბჭოთა ქვემო გადასასვლელების არ იყოს!) ამითი რომ უნარშეზღუდულ ადამიანებს ქალაქიდან პრაკტიკულად დევნი (და განდევლნილნი ნამდვილად არიან, დაფიქრდით ქუჩებში როდის ხვდებით მათ .... ?) ეს პოლიტიკაა, ცუდი, მაგრამ პოლიტიკა (ან დაუფიქრებლობა მაგრამ არ მჯერა)
- მერობა ნიშნავს არა მერიაში და დაახლოებულ ინსტანციებში დასაქმებას მეგობრებ/ ნათესავების არამედ მოქალაქაების დასაქმების ფორმებზე ზრუნვა, რომელიც მხოლოდ კერძო კომპანიების მოზიფვით და სათანადო მათთვის პირობების შექმმნით შეიძლება ... ესეც პოლიტიკაა და პოლიტიკური ეკონომია. მეურნეობა ამას ვერ იზამს!
მოკლედ მერი უნდა თავის აქლქას ხედავდეს , მის შესაძლებლობესბს აფასებდეს, შემოქმედების ნიჭიც ჰქონდეს და რაც მთავარია გამბედაობა... არ გეშინოდეს იმისი თუ "რას იტყვიან" რადგან ასეთ საქმეში მასა არასოდეს წამოგვყვება... მასებს მეურნეები უფრო უყვართ, მათ ადვილად ედარებიან, მეურნე ყველა შეიძლება გახდეს (ან თითქის) და არავის კომპლექს არ უჩენს. სამაგიეროდ მომავალის მჭრვეტელი ცოტა არის, არ უყვართ და საერთოდ ჩვენ თან არ ახარებენ.
ბევრი კიდევ არის სათქმელი რა შეიძლება და როგორ შეიძლება გაკეთდეს რათა თბილისი გახდეს ის თანამედროვე ქალაქი და არ დაკარგოს თბილისურობა. მაგრამ ეს კი ხვა სტატიის საკითხია.
4. ბოლოს კი დავუბრუნდეთ პოლიტიკურ ანაბანას. მერი თუ ხალხის მიერ არჩეულია ესეიგი მას ეძლევა ავტომატურად ხალხის ლეგიტიმურობით მინიჭებული ძალაუფლება. ამის უარყოფა ხალხის "ნების" აგდებაა ანუ დემოკრატიის მთავარ პრინციპის და არსის უგულველყოფა. ისე როგორც არ შეიძლება ხალხს პრეზიდენტი აარჩევინო და ხალხის თანხმობის გარეშე მას ჩამოართვა ყველანაირი უფლება (თუ არა მისალმებების, ყვავილებით მორთვით და პროტკოლურ სეხვედრებისა) ასევე არ შეიძლება ქვეყნის მოსახლეობის მესამედს მერი აარჩევინო და იმავდროულად აუხსნა რომ კანალიზაციების პატრონს ირჩევს და მეურნეობით უნდა თავი შემოიფარგლოს... ეს არა მხოლოდ ამომრჩევლის უფლების, ნების აბუჩად აგდებაა, ამავე დროს ჩვენი პოლიტიკური სისტემის სრული დარღვევაა... სად არიან ცნობილი კონსტიტუციონალისტები, იურისტები, პოლიტიკურ მეცნიერების მცოდნეები (მეტადრე უმრავლეოსბაში) და რატომ არავინ არ აპროტესტებს ამ სრულ დამახინჯებას ჩვენი პოლიტიკურ სისტემის, რომელიც საერთოდ არაფერს აღარ ჰგავს (იმდენად რომ სახელსაც ვერ მიუსადაგებ) არცერთ წეს არ ემორჩილება, და ამდენად პოლიტიკურ განვითარებას ვერ მოგვიტანს.
დღევანდელ აღრეულ სისტემაში, რომელიც დემოკრატიას სცილდება, და სადაც ძალა უფლება მთლიანად ერთ "გუნდში" არის თავმოყრილი (და არა ნაკლებად ვიდრე მიშას დროს თუმცა ერთი განსხვავება კი არის იქ ვიცოდით გუნდს ვინ მართავადა და რა გამოცხადებულ იდეოლოგიას კარნახობდა).
ამ კუთხით თბილისის მერის არჩევანი წარმოადგენს ერთ ერთ ბოლო შანსს, რომ სხვა პოლიტიკური ძალამ (არა ოცნება და არა ნაციონალები) ფეხი მოიკიდოს პოლიტიკურ სცენაზე და ეს მონოპოლია გაარღვიოს.
მგონი ნათელია რომ ამ განცხადებას - "მერი მეურნე უნდა იყოს!"- მიყავვართ იმავე ერთპარტიულ სისტემის კონსოლიდაციასკენ: მეურნე მერი დამოუკიდებელი ძალა არასოდეს გახდება, ;უდა; იქნება "შემსრულებელი", არა თავისი აზრის მქონე, და არა შემკამათებელი.... თბილის პატრონი არ ეყოლება არამედ კიდევ ერთი ჩინოვნიკი დაემატება! ანუ კიდევ ერთი პლასტელინი მოგვევლინება და წრე შეიკვრება!
ამიტომ ჯერ "რა არის მერი?" უნდა გავიგოთ და მხოლოდ ამის მერე პასუხი გავცეთ შემდეგ კითხვას "ვინ იქნება მერი?"
6 დეკემბერი 2012
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები