ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
თვითმმართველობა
დეპუტატებისთვის უცნობია, დაიხურა თუ გაგრძელდება საკრებულოს სხდომა
22 მაისი, 2017 წ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია შეროზიამ დაპირისპირების ფონზე კენჭისყრაზე ორჯერ დააყენა საკითხი რეგიონული განვითარების სამინისტროს სამთავრობო კომისიის წერილის მოწონების შესახებ, თემის და ქალაქის გაერთიანების თაობაზე, თუმცა მასში მონაწილეობა არავის მიუღია.
სრულად »
თვითმმართველი ერთეულების გაერთიანების საკითხს ქალაქ ოზურგეთის საკრებულოში ამ წუთებში განიხილავენ
22 მაისი, 2017 წ.
ამ წუთებში ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს სხდომა დაიწყო, სადაც თვითმმართველი ერთეულების გაერთიანების საკითხს განიხილავენ.
სრულად »
ზედმეტი აჟიოტაჟია ატეხილი – გია ჟორჟოლიანი თვითმმართველობის რეფორმაზე [Video]
22 მაისი, 2017 წ.
ჩვემ ვიმყოფებით რეფორმირების პროცესში –  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ჟორჟოლიანი თვითმმართველობის კოდექსში დაგეგმილ ცვლილელბებს ეხმაურება. მას მიაჩნია, რომ თვითმართველი ქალაქების გაუქმების  საკითხზე გადაწყვეტილების მიღება მსჯელობის შედეგად უნდა მოხდეს და ამ პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა მნიშვნელოვანია.

ჟორჟოლიანის თქმით, საკითხის გარშემო ზეტმეტი აჟიოტაჟია ატეხილი. მისი განმარტებით ცვლილებების მიზანი არის სოფლებისა და ქალაქების დაახლოება.

რეგიონული განვითარებისა და ინსფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ თვითმმართველობის კოდექსში შესატანი მომზადებული ცვლილებების თანახმად, 7 თვითმართველი ქალაქი მუნიციპალიტეტთან გაერთიანდება, გამგებლის ნაცვლად იქნება მერი, რომელის მანდატიც მთლიანად მუნიციპალიტეტზე გავრცელდება. მერიის და გამგეობის ბიუჯეტები კი გაერთიანდება.  ცვლილების მიზეზად საბიუჯეტო თანხების დაზოგვა სახელდება.
სინქრონი:

გია ჟორჟოლიანი – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.



მასალა მოამზადა garb.ge
სრულად »
“დაარღვეულია საჯაროობის პრინციპი, რაც კანონით აუცილებელ პირობას წარმოადგენდა“ - არასამთავრობოების პროტესტი
22 მაისი, 2017 წ.
ოზურგეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ისინი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გაერთიანებას ეწინააღმდეგებიან და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს თხოვნით მიმართვენ, მხარი არ დაუჭირონ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივას თვითმამრთველი ქალაქების გაუქმებასთან დაკავშირებით. აღნიშნულზე მათ დღეს საიას ოზურგეთის ოფისში პრესკონფერენცია გამართეს.

„გურია ნიუსი“ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“მოგახსენებათ, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2017 წლის 15 მაისის #01/1628 წერილით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოითხოვა, რომ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განეხილა და წერილობითი ფორმით გაეგზავნა მოსაზრებები მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით. ამასთან, წერილში მითითებულია, რომ დანართის სახით წარმოდგენილია:_ მუნიციპალიტეტების გაერთიანების საჭიროების დასაბუთება; მუნიციპალიტეტების გაერთიანებით შესაქმნელ მუნიციპალიტეტებში შემავალი დასებების ჩამონათვალი; მუნიციპალიტეტების გაერთიანებით შესაქმნელ მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის რაოდენობა; მუნიციპალიტეტების გაერთიანებით შესაქმნელი მუნიციპალიტეტის სქემატური რუკა; მუნიციპალიტეტების გაერთიანებით შესაქმნელი თვითმმართველი თემის ადმინისტრაციული ცენტრი; გამართული კონსულტაციების ამსახველი დოკუმენტი. ოზურგეთის და ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში წარმოდგენილი წერილების მაგალითზე ირკვევა, რომ მე-6 დანართის სახით წარმოდგენილია ქ. ოზურგეთში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან გამართული სხდომის ოქმი, რომელსაც ადგილობრივი მხრიდან ესწრებოდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მისი მოადგილეები და გუბერნატორის მოადგილე. აღნიშნულ შეხვედრას არ ესწრებოდნენ მოქალაქეები და იგი არ შეიძლება მოვიაზროთ, როგორც საჯარო შეხვედრა. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: „შესაბამისი სამთავრობო კომისია მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან კონსულტაციის მიზნით ამ კანონის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“−„ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებითა და მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დოკუმენტაციას უგზავნის მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) საკრებულოს (საკრებულოებს)”.ამავე კოდექსის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტია: „ზ“ - მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) მოსახლეობასთან გამართული კონსულტაციის ამსახველი დოკუმენტები.” ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად: „მუნიციპალიტეტის შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლის და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) მოსახლეობასთან კონსულტაციის გამართვას უზრუნველყოფს შესაბამისი სამთავრობო კომისია, ხოლო შუამდგომლობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ წარდგენის შემთხვევაში − შესაბამისი მუნიციპალიტეტი.“ ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად: „მოსახლეობასთან კონსულტაცია იმართება შესაბამისი მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) მოსახლეობასთან საჯარო განხილვის ფორმით. შესაბამისი სამთავრობო კომისია/მუნიციპალიტეტი საკითხის საქართველოს მთავრობისთვის/საქართველოს სამთავრობო კომისიისთვის განსახილველად წარდგენამდე საჯაროდ აქვეყნებს ინფორმაციას მუნიციპალიტეტის შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლის და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ.” ამავე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების თანახმად: „ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნებად ითვლება მისი გამოქვეყნება ბეჭდვით გამოცემაში, რომელიც ვრცელდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) ტერიტორიაზე (ტერიტორიებზე) და გამოიცემა კვირაში ერთხელ მაინც. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია ინფორმაცია ბეჭდვით გამოცემაში გამოქვეყნების ნაცვლად საჯაროდ გამოაცხადოს. დაინტერესებული პირები უფლებამოსილი არიან, ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში შესაბამის სამთავრობო კომისიას/მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგინონ საკუთარი მოსაზრებები. საჯარო განხილვის პროცესში შეიძლება შესაბამისი მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრები გაიმართოს”. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამინისტრომ დაარღვია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა - საჯაროობის პრინციპი, რაც კანონით აუცილებელ პირობას წარმოადგენდა. ფაქტია, რომ: არც ადგილობრივ ბეჭდვით მედიაში გავრცელებულა ინფორმაცია საჯარო განხილვის თაობაზე და არც საჯაროდ გამოცხადებულა ამის თაობაზე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არ ჩატარებულა საჯარო შეხვედრები; სამინისტროს მიერ გამოგზავნილ დოკუმენტაციაში არ არის მოსახეობასთან კონსულტაციების ამსახველი დოკუმეტი (ის, რაც დანართის სახითაა წარმოადგენილი, ვერ ჩაითვლება ასეთ დოკუმენტად). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქ ოზურეგთის საკრებულოს ვთხოვთ: დაიცვას საქართველოს ორგანული კანონის, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მოთხოვნები და გადადოს საკრებულოს სხდომა მანამ, სანამ სამთავრობო კომისია არ უზრუნველყოფს კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებას და არ მიაწვდის ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან გამართული კონსულტაციის ამსახველ დოკუმენტებს. ქალაქ ოზურგეთოს საკრებულომ სხდომაზე მოითხოვოს ზემოაღნიშნული დოკუმენტი დანართის სახით“ , _აღნიშნულია საქართველოს ახლაგზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის, საქართველოს დემოკარტიული განვითარების კავშირის, გურიის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბისა და გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის ერთობლივ განცხადებაში.

მასალა მოამზადა გურია ნიუსმა

ავტორი: ჟანა მეგრელიშვილი
სრულად »
ზვიად სიჭინავა: ქალაქი რომ შანხაის ბაზარს დაემსგავსა, ეს არის უბედურება და არა სტატუსი
22 მაისი, 2017 წ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტს ზვიად სიჭინავას ზუგდიდის მერობისთვის ბრძოლა გადაწყვეტილი აქვს.
სრულად »
ზუგდიდის მერიასთან მუნიციპალიტეტების შესაძლო გაერთიანებას აპროტესტებენ
22 მაისი, 2017 წ.
ზუგდიდის თემისა და ქალაქის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით მერიის შენობის წინ გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
სრულად »
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მუნიციპალიტეტების გაერთიანებაზე: მეტი უფლებამოსილება გვექნება [ვიდეო]
20 მაისი, 2017 წ.
დეცენტრალიზაცია ნიშნავს უფლებების გაზრდას. მეტი უფლება-მოსილება გვექნება. საკებულოს ეზრდება უფლებამოსილება და იზრდება მერის უფლებამოსილება. აქედან გამომდინარე ეს არის დეცენტრალიზაცია და არა ცენტრალიზება, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც უმრავლესობამ მოიწონა საქართველოს სამთავრობო კომისიის წერილი, თემის და ქალაქის გაერთიანების შესახებ. ამ გადაწყვეტილებას სხდომაზე მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან სტვენა და უკმაყოფილება მოჰყვა.

ისინი მოსულები იყვნენ პლაკატებით -„ნუ მოკლავ თვითმმართველობას“, „მეტი დეცენტრალიზაცია“ და განაცხადეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მხარდაჭერა სწორედ დეცენტრალიზაციის შესუსტებისკენ იქნებოდა მიმართული.

ამასთან არასამთავრობო სექტორი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ საკრებულომ ეს გადაწყვეტილება ხალხთან კონსულტაციის გარეშე მიიღო.

„ლაივპრესის“ კითხვაზე რატომ არ გაიმართა ამ საკითხზე საჯარო შეხვედრები, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავამ აღნიშნა, რომ მათ გაითვალისწინეს მოსახლეობის უმრავლესობის აზრი:

„მე ვარ თემის საკრებულოს თავმჯდომარე და მე თვითონ ვიყავი რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში და სადაც მოსახლეობის 80%-მა გამოხატა დადებითი თანადგომა ამ წინადადების მიმართ“, - განაცხადა მაიზერ ნანავამ.


დღევანდელი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა დეპუტატმა კახა ჩანგელიამ, რომელმაც განაცხადა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრის დავალებას ასრულებს.

საბოლოო ჯამში სამთავრობო კომისიის წინადადებას თემის და ქალაქის გაერთიანების თაობაზე მხარი დაუჭირა 24-მა დეპუტატმა სამის წინააღმდეგ. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს. „ევროპული საქართველოდან“ ორმა წარმომადგენელმა და „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილმა წევრმა ლაშა თოდუამ ხმა წინააღმდეგ მისცეს.


სრულად »
საკრებულოს "რესპუბლიკელი" წევრები მხარს არ უჭერენ ხელისუფლების პროექტს
19 მაისი, 2017 წ.
„რადგან თვითმმართველობა მეტ ახალ მუნიციპალიტეტს და მეტ ჩართულობას ნიშნავს, საკუთარი მუნიციპალიტეტის განკარგვას ნიშნავს, მე არასოდეს არ დავუჭერ მხარს, არც ოზურგეთის კომუნისტური რეჟიმის მიერ დამკვიდრებულ საზღვრებში დაბრუნებას და არც მისი, როგორც ქალაქის სტატუსის გაუქმებას“,- ნინო გოგუაძე, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და რესპუბლიკური პარტიის წევრი.

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები საკრებულოებში მხარს არ უჭერენ ხელისუფლების პროექტს, რომელიც 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმებას გულისხმობს.

18 მაისს ქალაქ ოზურგეთის საკრებულოში, ბიუროს სხდომაზე, რესპუბლიკელმა ნინო გოგუაძემ, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელია, განაცხადა, რომ 2014 წლის თვითმმართველობის რეფორმის შემდეგ, ქალაქი ოზურგეთი ძლიერ, წარმატებულ მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბდა. მისი შემოსავლები გაიზრდა, მას დაუბრუნდა ქალაქის სახე. მისი თქმით, ოზურგეთი თავისი ისტორიისა და ამ სამი წლის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებების გამო იმსახურებს თვითმმართველი ქალაქის სტატუსს.

წარმოდგენილ პროექტს მხარი არ დაუჭირა ოზურგეთის თემის საკრებულოს ფრაქცია „რესპუბლიკელებმა“. სხდომაზე ფრაქციის თავმჯდომარემ, ლადო ვადაჭკორიამ განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტია არ დაუჭერს მხარს პროექტს, რომელიც მუნიციპალიტეტების გაერთიანებას გულისხმობს.

რესპუბლიკური პარტია და მისი წევრები საკრებულოებში მზად ვართ, მმართველი პოლიტიკური გუნდის ძალადობისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. მივამართავთ სახელისუფლებო პარტიის საკრებულოებში მყოფ წევრებს, ასევე სხვა პარტიების წარმომადგენლებსაც დაიცვან ამომრჩევლის პროგრესული და სამართლიანი და არა ხელისუფლების უსამართლო და რეგრესული ინტერესები.
სრულად »
თვითმმართველობა უნდა გაუქმდეს
19 მაისი, 2017 წ.
დღეს საქართველოს სხვადასხვა თვითმმართველ ქალაქში საკრებულოს ხმაურიანი სხდომები გაიმართა, სადაც გამოტანილი გახლდათ მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხი.
სრულად »
გორის თემის მუნიციპალიტეტმა ქალაქთან გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო
19 მაისი, 2017 წ.
15 ხმა 12-ის წინააღმდეგ – ასე დასრულდა გორის თემის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელზეც დღეს დეპუტატებმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინადადება ქალაქ გორისა და გორის თემის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შესახებ განიხილეს.
სრულად »
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ოქტომბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31