1. მე მჯერა, რომ “ქართულ ოცნებას” უამრავი წევრი ყავს, რომლებიც ვიღაცების გადაბირებას ცდილობენ. არ მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი ამას მაინცდამაინც თავის ძმისშვილს დაავალებდა. ვიცი, რომ ამომრჩევლის მოსყიდვა კანონით დასჯადი ქმედებაა, ისევე როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და მოქალაქის დაშინება.
2. მჯერა, რომ გოგა ხაინდრავა საფრანგეთში ყოფნისას “ქურდ” მეგობარს მოინახულებდა. არ მჯერა, რომ საფრანგეთის ჟანდარმერია ოფიციალურ წერილში “მხედრიონს” ახსენებდა. ვიცი, რომ ბავშვობის მეგობარი იმიჯზე არ იცვლება და ისიც ვიცი, რომ დღევანდელი კულტურის მინისტრი ჯაბა იოსელიანის მარჯვენა ხელი იყო.
3. მჯერა, რომ ტელეკომპანია “იმედი” საქართველოს ხელისუფლებას ნერვებს უშლიდა, რომ ისინი ბადრი პატარკაციშვილს პირად მტრად თვლიდნენ, მაგრამ არ მჯერა, რომ პრობლემა ტელევიზიაში იყო და არა თავად ხელისუფლებაში. ვიცი, რომ ბადრი და ზურაბ ჟვანია მეგობრობდნენ და დღეს ორივე გარდაცვლილია.
4. მჯერა, რომ გუბაზ სანიკიძეს შეეძლო ქურდის ციხიდან დახსნაზე გარჯილიყო, შესაძლოა ალბინოსობის შესახებ ამაზრზენი “სამედიცინო” დასკვნებიც ჰქონოდა, ფულის შოვნისა და მილიონერობის სურვილიც (ამაზე ბევრი ჩვენგანიც ოცნებობს), მაგრამ არ მჯერა, რომ თავის ქვეყანას ფული ურჩევნია, არ მგონია ასე იყოს აღზრდილი, თანაც ვიცი, რომ მშოვნელი აქამდეც იშოვიდა.
5. მჯერა, რომ ეკა ბესელია შეიძლება ქუცნაშვილს დასცინოდეს, არ მჯერა, რომ ზაქრო იგივეს არ კადრულობს, ვიცი, რომ ჩემთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
6. მჯერა, რომ ხუხაშვილს შეიძლება რესპუბლიკელებთან დაპირისპირება მოსვლოდა, ზურაბ აბაშიძის თბილისის საარჩევნო შტაბის უფროსად დანიშვნა ნდომებოდა. არ მჯერა, რომ ამის გამო ალასანია გაუნაწყენდა და არც იმისი მჯერა, რომ რესპუბლიკელებს ქანთარიაზე და ჯაჭვლიანზე სუსტი მაჟორიტარობის კანდიდატები ჰყავდათ. ვიცი, რომ ამის გამო “ქართული ოცნება” ბევრ ხმას დაკარგავს.
7. მჯერა, რომ შესაძლოა ირაკლი ღარიბაშვილი ხიდაშელს ვერ იტანს, რომ მისთვის საქმეების ჩაბარებას შეცდომად თვლის. არ მჯერა, რომ ადამიანი წინადადებაში ხუთჯერ იგინება. ვიცი, რომ თუ ჩანაწერი რეალურია, დიდი ბოდიში აქვს მოსახდელი.
მჯერა, რომ მიუხედავად მრავალჯერ ნანახი ჯაშუშური სერიალებისა, ეს აუდიო-ჩანაწერები ვიღაცის არჩევანზე იმოქმედებს. არ მჯერა, რომ ამ უკანონობის ჩადენის გამო ვინმე დაისჯება, მაგრამ ვიცი, რომ ოპოზიციაში აშკარა პროგრესია, რადგან მათი სიტყვებიდან რუსული ტანკები ვერაფრით გამოძერწეს.
8. მჯერა, რომ შეიძლება ირაკლი ალასანია ივანიშვილის რაღაც მოთხოვნებს არაადეკვატურად მიიჩნევს. არ მჯერა, რომ აუდიო-ჩანაწერში მისი ხმა ისმის და ვიცი, რომ უშიშროებაში ნამუშევარი კაცი ასეთ უცენზურო სატელეფონო ზარს არ განახორციელებდა, მით უმეტეს, როცა საერთოდ არ ახასიათებს “ემოციური” გამოხტომები.
9. მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი ეჭვიანი კაცია (მილიარდერი სხვანაირი ვერ იქნება), რომ კოალიციის ბევრ წევრს ვერ ენდობა. არ მჯერა, რომ აუდიო-ჩანაწერები მისი გაკეთებულია, რადგან ამისი არც საჭიროება ექნებოდა და არც საშუალება. ვიცი, რომ (უკანონო) ფარული მოსმენა-მიყურადება კანონით ისჯება და არა ტელე-სიუჟეტებით.
10. მჯერა, რომ ივანიშვილის პირად დაცვაში შესაძლოა წესიერი ხალხი მუშაობდეს, არ მჯერა, რომ ერთ-ერთი მათგანის “აღსარება” წესიერების შედეგი იყო და არა ზეწოლის. ვიცი, რომ გავრცელებული ვიდეო-მიმართვა ზუსტად იმ კედლის ფონზე იყო გადაღებული, რომლის ფერიც ძალიან გავრცელებულია ახლად გარემონტებულ პოლიციის შენობებში. ვიცი, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ფარგლებში მოპოვებული საიდუმლო მასალების განსაჯაროების უფლება არ აქვთ, თუ ის არ შეიცავს სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს და ეჭვმიტანილის პირად ცხოვრებას ეხება. ასევე სამართალდამცავებს არ აქვთ უფლება კანონით გათვალისწინებული განსაკუთრებული შემთხვევების გარდა ფარული მოსმენა-მიყურადება აწარმოონ პირის მიმართ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დიპლომატიური ან დეპუტატის იმუნიტეტი იცავს. დღეს გამოქვეყნებული აუდიო-ჩანაწერების გმირების უმრავლესობა კი (რამდენადაც კანონი მახსოვს) როგორც დეპუტატობის კანდიდატი, სწორედ ამგვარი იმუნიტეტით სარგებლობს. შესაბამისად მთავრობა ამ მასალებს საკუთარი სახელით ვერ გამოაქვეყნებდა, ამიტომ სხვისთვის უნდა შეეტენა საკუთარი ნამოქმედარი. მეტი დამაჯერებლობისათვის ბიძინას დაცვა არჩია.
11. მჯერა, რომ მიუხედავად მრავალჯერ ნანახი ჯაშუშური სერიალებისა, ეს აუდიო-ჩანაწერები ვიღაცის არჩევანზე იმოქმედებს. არ მჯერა, რომ ამ უკანონობის ჩადენის გამო ვინმე დაისჯება, მაგრამ ვიცი, რომ ოპოზიციაში აშკარა პროგრესია, რადგან მათი სიტყვებიდან რუსული ტანკები ვერაფრით გამოძერწეს.
დაბოლოს: მჯერა, რომ ოდესმე პიარადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპს პატივს ვცემთ, სხვის საძინებლებს ყურს მოვაცილებთ და ჩვენს დეკლარირებულ სიტყვას მეტ ფასს დავადებთ, ვიდრე ფარულად ჩაწერილს. პატიმრების დადასტურებული წამების პასუხად, საეჭვო აუდიო-ჩანაწერებს არ მივიღებთ და ყოველ არჩევნებს სამოქალაქო ომის წინაპირობად არ ვაქცევთ. მაგრამ არ მჯერა, რომ ამას მალე მივაღწევთ, რადგან ვიცი, ებრაელების ეგვპტიდან ისრაელში დაბრუნებას ორმოცი წელი დასჭირდა, ამიტომ მოთმინებით მოგვიწევს აღჭურვა, რათა ნაბიჯ-ნაბიჯ მაინც მივაღწიოთ აღთქმულ მიწამდე...
ბექა დავითულიანი
წყარო: http://blogs.liberali.ge
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები