ისე, როგორც მთელ რეგიონში, ბორჯომშიც, მოსახლეობის დიდი ნაწილი ან კარგს ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ, ან არაფერს გეუბნება, თავს გარიდებს, დიქტოფონზე ხელს გიკრავს და გცილდება.
ისე, როგორც რეგიონის ხუთ მუნიციპლიტეტში, „ნაციონალური მოძრაობის“ სარეკლამო ბანერები აქაც მრავლადაა, თუმცა, რეგიონისგან განსხვავებით აქ „ნაციონალების“ ბანერებს „ქრისტიან დემოკრატების“ ბანერებიც ერევა.
ასევე, სხვა ხუთი მუნიციპალიტეტისგან განსხვავებით, ბორჯომში მეტ მოქალაქეს შეხვდებით, რომელსაც „ქართული ოცნების“ მაისური აცვია.
„ძალიან დიდი რეიტინგი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, მომწონს მათი კანდიდატიც. რაც შეეხება პროგრამას, რაც საჭიროა, ყველაფერი ვიცი, - გვეუბნება გაღიზიანებული ტონით შაუხნის ქალბატონი და პრესასთან ინკოგნიტოდ რჩება - სახელი და გვარი რაღად გინდათ!? რაც გაინტერესებდათ, ხომ გითხარით“.
პარკში გრძელ სკამზე მჯდომი ორი უფროსი ასაკის ქალი გვეუბნება, რომ საარჩევნო პროგრამების შესახებ არაფერი იციან და არც მაჟორიტარ კანდიდატებს იცნობენ, თუმცა, არჩევნებზე აუცილებლად წავლენ: „იქ რომ მივალთ, ვიცით რა ნომერიც უნდა შემოვხაზოთ და შემოვხაზავთ“.
„ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ახალი მემარჯვენეების” მაჟორიტარ კანდიდატებს იცნობს ბორჯომელი ირაკლი დარბაისელი: „ დაპირებები ყველა პოლიტიკურ პარტიას ერთი და იგივე შინაარსის აქვს. განსხვავებული მხოლოდ „ლეიბორისტული პარტიის“ სლოგანია - „მდიდარს ვართმევ, ღარიბს ვაძლევ“.
არცერთი პოლიტიკური პარტიის პროგრამას არ იცნობს ბორჯომელი მიშა პისტმიკოვი: „ნაციონალებიდან“ მამუკა ხვედელიანი იყრის კენჭს, მაჟორიტარობის კანდიდატები არიან ნოზაძე და ტალახაძეც. ყველა კარგ ცხოვრებას გვთავაზობს, მაგრამ რას გააკეთებენ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მთავარი ეგაა“.
ხელისუფლება რომ შეიცვლება პირველი ოქტომბრის შემდეგ, პოსტმიკოვი დარწმუნებულია: „მინდა, რომ მშვიდობა იყოს, ბვევრი დამსვენებელი შემოვიდეს ბორჯომში. თუ არეულობა იყო, აქ დამსვენებელი აღარ იქნება, არადა ბორჯომში ხალხის შემოსავლის წყარო სწორედ ესაა“.
„ყოველდღე ახალახალი მოდის და ვინ ვინაა არ ვიცი, მაგათ სახელებს როგორ დავიმახსოვრებ?! “ - კითხულობს გურამ ხითარიშვილი და ამატებს, რომ არც პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებითა და დაპირებებითაა დაინტერესებული.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერის მკვიდრმა ჯემალ შოთაშვილმა მხოლოდ ის იცის, რომ ნაციონალებიდან ბორჯომში მამუკა ხვედელიძე იყრის კენჭს: „სოფელში პლაკატებია გამოკრული. მათ პროგრამასაც ვიცნობ, კარგ ცხოვრებას გვპირდებიან. სხვა კანდიდატები არ ვიცი“.
„ნაციონალების“ კანდიდატს იცნობს მხოლოდ ამავე სოფელში მცხოვრები თამთა ჭანკოტაძეც: „პროგრამაც „ნაციონალების“ ვიცი“.
ან არაფერი იციან და ან მხოლოდ ”ნაციონლების” მაჟორიტარ კანდიდატს იცნობენ წაღვერშიც.
ბორჯომი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე
„ინტერესი არ გვაქვს და არაფერი ვიცით. არცერთის პროგრამა არ მაინტერესებს, მაგრამ არჩვენებზე მივალ“, - აცხადებს წაღვერელი ვასილ თედიაშვილი.
#36 ბორჯომის საარჩევნო ოლქში შვიდი მაჟორიტარი კანდიდატია რეგისტრირებული: დავით ნოზაძე, - პოლიტიკური გაერთიანება „კახაკუკავა - თავისუფალი საქართველო“; მამუკა ხვედელიანი, - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს“; მურმან ბლიაძე - „გიორგი თარგამაძე - ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანება“; ვალერი სუხიაშვილი, - პოლიტიკური გაერთიანება „ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი“; რომანოზ ახვლედიანი - პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეები“; გივი მჭედლიშვილი - „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“; გედევან ფოფხაძე, - „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“;
„სამართლიანი საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბორჯომში ნიკოლოზ ჯავახიძემ პირადი განცხადების საფუძველზე კანდიდატურა მოხსნა.
აღნიშნული პარტიებიდან ამჟამად ბორჯომში ოფისი აქვთ და მოსახლეობასთან წიინასაარჩევნო შეხვედრებს მართავენ „თავისუფალი საქართველოს“, „ნაციონალური მოძრაობის“, „ქრისტიან დემოკრატების“, „ახალი მემარჯვენეებისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.
„ერთიანი ნაციონალური მოძაროაბის“ ოფისი ბორჯომში მუდმივად ფუნქციონირებს. „ქრისტიან დემოკრატები“ ქალაქში ორი წელია მუშაობენ, მიმდინარე წლის 9 აპრილს გაიხსნა „ქართული ოცნების“ ოფისი. „თავისუფალი საქართველოსა“ და „ახალი მემარჯვენეების“ ოფისებმა კი ფუნქციონირება თვენახევარის წინ დაიწყეს.
„მემარჯვენეებისა“ და „ქრისტიან დემოკრატიული“ პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ წინასაარჩევნო გარემო ბორჯომში ნორმალურია. ამ დრომდე მათ რომელიმე პარტიის წევრზე არანაირი ზეწოლის მცდელობა არ ყოფილა.
„მხოლოდ ჩვენ ბანერებს ხევენ“, - ამბობს „ახალი მემარჯვენეების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რომანოზ ახვლედიანი.
„თავისუფალი საქართველოს“ ბორჯომის რაიონულ შტაბში ამბობენ, რომ ზეწოლა პარტიის წევრებზე არა, მაგრამ მოსახლეობაზეა.
„ქართული ოცნების“ და ჩვენ წარმომადგენლებს მოსახლეობა ნაკლებად ხვდება, რადგან აშინებენ და უკრძალავენ ჩვენ გვერდით დგომას, ამიტომ ბევრი ვერ ბედავს, - ამბობს „თავისუფალი საქართველოს“ ბორჯომის რაიონული შტაბის უფროსი ამირან გოგალაძე და ამატებს, რომ თავად არაფრის ეშინია, რადგან დასაკარგი აღარაფერი აქვს - ჩემი ორი ვაჟი პატიმრობაშია, 26 მაისის აქციაში მონაწილეობის გამო დააკავეს. მე კი 14 წელი ლიკანის საჯარო სკოლის დირექტორი ვიყავი და პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლეს“.
ბორჯომი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე
ზეწოლაზე საუბრობს „ ქართული ოცნების“ ბორჯომის შტაბის უფროსი დავით კამკამიძე და ერთი მაგალითიც მოჰყავს: „საკირეში სოფლის რწმუნებულის მამამ გზა გადააკეტინა პრობაციონერებს, მაგრამ ჩვენ მაინც ავედით სოფელში და კარდაკარი ჩავატარეთ“.
რაც შეეხება ქალაქში სარეკლამო ბანერებს, „ქართული ოცნებისა“ და ”თავისუფალ საქართველოს“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბანერები უახლოეს დღეებში გაიკვრება.
„არ გვიანდება. მოგებული გვაქვს არჩევნები, „ნაციონალები“ გავლენ მეორე ან მესამე ადგილზე“, - ამბობს კამკამიძე.
გამარჯვების იმედი აქვთ „ ქრისტიან დემოკრატებსაც“.
„ჩვენი კონკურენტი „ოცნება“ და მისი კანდიდატი, ასევე „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი კანდიდატია“, - გვითხრა ბორჯომის „ქრისტიან დემოკრატიული“ მოძრაობის თავმჯდომარემ ბადრი კურტანიძემ.
„მემარჯვენეების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, ახლვედიანი ამბობს, რომ „ბორჯომში ერთმანეთს „ნაციონალები“ და „ოცნება“ შეეჯახება“.
ბორჯომში წარმოდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიდან თითქმის ყველად ადგილობრივია, ვის დაუჭერს მხარს ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობა პირველი ოქტმობრის შემდეგ გაირკვევა.
თამუნა უჩიძე, ბორჯომი
http://sknews.ge
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები