ლიბერალმა მოიპოვა 2009 წლის 24 ნოემბრით დათარიღებული დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს სასჯელაღსრულების მინისტრი და ყოფილი სახალხო დაცველი, გიორგი ტუღუში ჩეხეთის იუსტიციის მინისტრს, დანიელა კომაროვას არწმუნებს, რომ “წამება ქართული პენიტენციური დაწესებულებების სისტემური პრობლემა არ არის”.
წერილში, რომელიც “ლიბერალს” კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა, გიორგი ტუღუში ცდილობს, ჩეხი მინისტრი ჩეხეთში მყოფი პატიმრის, ზურაბ ნადირაძის საქართველოში ექსტრადირებაზე დაითახმოს.
“ომბუდსმენის აპარატმა იცის, რომ ქალაქ ბრნოს საოლქო სასამართლო ბატონი ზურაბ ნადირაძის საქართველოში ექსტრადიციის საკითხს განიხილავს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ჩეხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანიები საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ სიტუაციას აფასებენ” - წერს ტუღუში.
ყოფილი სახალხო დამცველი მინისტს უმტკიცებს, რომ “მიუხედვად სიტუაციის გაუმჯობესების შესაძლებლობისა, საყოფაცხოვრებო პირობები და ჯანდაცვა, რამდენიმე დაწესებულებაში, ადეკვატურია”. ტუღუში ირწმუნება, რომ ზურაბ ნადირაძის საქართველოში ექსტრადიციის შემთხვევაში, ომბუდსმენი და მისი წარმომადგენლები, თავისი მანდატის შესაბამისად, მას ხშირად მოინახულებენ და მის მიმართ მოპყრობასა და პირობებს მონიტორინგს გაუწევენ”.
ლიბერალმა მოიპოვა 2009 წლის 24 ნოემბრით დათარიღებული დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს სასჯელაღსრულების მინისტრი და ყოფილი სახალხო დაცველი, გიორგი ტუღუში ჩეხეთის იუსტიციის მინისტრს, დანიელა კომაროვას არწმუნებს, რომ “წამება ქართული პენიტენციური დაწესებულებების სისტემური პრობლემა არ არის”.
ყოფილი სახალხო დამცველი ციხეში არსებულ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად გადატვირთულობას და ამისგან წარმოშობილ სხვა პრობლემებს მიიჩნევს, “თუმცა, ეს არ არის სისტემური ხასიათის და დაწესებულებების მიხედვით განსხვავდება, პრობლემას წარმოადგენს ჯანდაცვის საკითხი, თუმცა, ხელისუფლება სიტუაციის გაუმჯობესებას ცდილობს.”
ტუღუშის თქმით, რჩება პრობლემები, რომლებსაც სახელისუფლებო სტრუქტურებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ, თუმცა ყოველივე ზემოთქმული, იმ დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევა, რომ “2004 წლის მერე საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ პროგრესი შეინიშნება”.
ტუღუში აღწერს, როგორ დაიწყო იუსტიციის სისტემის რეფორმა “აშენდა და გარემონტდა არაერთი პენიტენციური დაწესებულება”.
ზურაბ ნადირაძე, რომლის საქართველოში ექსტრადირების რეკომენდაციასაც ტუღუში იძლევა, ჩეხეთში საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით დააკავეს. „რადიო თავისუფლების“ 2010 წლის 12 ნოემბერის მასალის მიხედვით, ჩეხეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა ქალაქ ბრნოს საოლქო და ქალაქ ოლომოუცის უზენაესი სასამართლოების განაჩენები, რომელთა თანახმად, საქართველოს მოქალაქე ზურაბ ნადირაძე სამშობლოში უნდა ყოფილიყო ექსტრადირებული.
როგორც „რადიო თავისუფლება“ იუწყება, ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, მომხსენებელის ფრანტიშეკ დუხონის განაცხადებით, „არსებობს სეროზული საფუძველი ვიფიქროთ, რომ ნადირაძეს საქართველოში სასტიკი მოპყრობა და სასჯელი ელის.“
„რადიო თავისუფლების“ ცნობით, 1994 წელს თბილისში დაბადების დღეზე ატეხილი ჩხუბისას ოთხი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა. ერთი მათგანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ზურაბ ნადირაძე ამტკიცებს, რომ მას მკვლელობა არ ჩაუდენია და პოლიტიკური მოტივებით დევნას განიცდის, როგორც ჩამოგდებული პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი. როგორც 2010 წელს „რადიო თავისუფლება“ იუწყება, 1994 წლის შემდეგ ნადირაძე ჩეხეთში პოლიტიკურ თავშესაფარს მეორედ ითხოვდა.
წყარო: http://www.liberali.ge
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები