ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტი – ახმეტა
ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტი – ახმეტა
02 დეკემბერი, 2014 წ.
გარემოს დაცვის სამინისტრომ კონკურსის „სუფთა რეგიონი“-ს ფარგლებში სამი გამარჯვებული რეგიონი გამოავლინა. “სუფთა რეგიონის“ წოდება მიენიჭა სამეგრელო ზემო სვანეთის მხარეს; “სუფთა მუნიციპალიტეტის“ წოდება მიენიჭა ახმეტის მუნიციპალიტეტს; “სუფთა სოფლის” წოდება მიენიჭა სოფელ ჭითაწყაროს პატარა უბანს – ონარიას (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან ევა სმედბერგთან ერთად კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა. გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
კონკურსი ტარდებოდა კამპანიის “დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში ახორციელებს ორგანიზაციათა კონსორციუმი – „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქსი“, კავშირი მდგრადი განვითარებისთვის „ეკოვიჟენი“ შვედეთის საერთაშორისო სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის მხარდაჭერით.

http://speqtri.ge/?p=13700&utm_source=twitterfeed&utm_medium=facebook
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« სექტემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30