ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
„ნაციონალური მოძრაობიდან“ მცხეთის მერობის კანდიდატი გურამ კინწურაშვილია
14 ივნისი, 2014 წ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მცხეთის მერობის კანდიდატი გურამ კინწურაშვილია. არჩევნებში გამარჯვების შემთხევაში, მერობის კანდიდატი სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს ყოველთვიურ 25 ლარიან დახმარებას, ერთჯერადი დახმარების სახით კი, მესამებავშვის შეძენის შემთხვევაში - 600 ლარს, ყოველ შემდეგ ახალშობილზე კი 200 ლარით გაზრდილი თანხით დახმარებას პირდება.

„სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 და დაბალია, 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე საბანკო ბარათი დაუმზადდებათ, რაზედაც ყოველთვიურად 25 ლარი დაერიცხებათ. ასევე სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები ერთჯერადი დახმარების სახით მე-3 ახალშობილის შეძენის შემთხვევაში - 600 ლარს, მე-4 ახალშობილზე - 800, ხოლო ყოველ შემდეგ ახალშობილზე 200 ლარით გაზრდილ თანხას მიიღებენ“,– განაცხადა გურამ კინწურაშვილმა.

საარჩევნო პროგრამის მიხედვით, მერიის წილობრივი დაფინანსებით მოხდება კორპუსების რეაბილიტაცია, მოსახლეობას კი მცირე გადასახადის გადახდა მოუწევს.

„მთავარი საზრუნავი-საფიქრალი სოციალური პრობლემების მოგვარებაა. მეორე საკითხად გამოვყოფდი ამხანაგობის პრობლემას, რომელიც საერთოდ არ არსებობს და ჩემი არჩევის შემთხვევაში, თითოეული კორპუსის წესრიგში მოყვანა და რეაბილიტაცია მოხდება. წილობრივად დაფინანსდება მერიიდან გარკვეული სამუშაოები, მოსახლეობას კი მიზერული გადასახადის გადახდა მოუწევს“,– განაცხადა გურამ კინწურაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის განცხადებით, მცხეთელ ბავშვებს „მოხრეშილ, ოღრო-ჩოღრო სტადიონებზე უწევთ თამაში, რაც რიგ შემთხვევში სხეულის დაზიანებას იწვევს“, ამიტომ მის საარჩევნო პროგრამაში ახალი, თანამედროვე ფეხბურთის მოედნების მშენებლობაც მოხვდა.

კინწურაშვილის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში სოციალურად დაუცველები, მოსწავლეები, მასწავლებლეები და ომის ვეტერანები მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ.

მერობის კანდიდატი მცხეთელ ახალგაზრდებს უცხო ენისა და კომპიუტერის კურსების ორგანიზებას, მერიაში კი სტაჟირების პროგრამის განხორციელებას პირდება. გაიხსნება მუნიციპალური ამბულატორია, სადაც მოქალაქეები პირველად დახმარებას უფასოდ მიიღებენ.

მისივე თქმით, ღონისძიებებს გაატარებს შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ქალაქში გადაადგილების შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის. დაგეგმილი აქვს ადმინისტრაციულ შენობებში შესასვლელების შესაბამისი პანდუსებით უზრუნველყოფა.

გურამ კინწურაშვილი მცხეთაში საპიკნიკე ადგილების, სპორტული მოედნების კეთილმოწყობას, ასევე, აკადემიური ნიჩბოსნობის და არსებული სპორტული კომპლექსების განვითარებას გეგმავს.

გურამი კინწურაშვილი დაიბადა 1982 წლის 19 მარტს, თბილისში. 2000 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კოლეჯი, სპეციალობით სამკურნალო საქმე. 2000-2004 წლებში განაგრძო სწავლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. 2009 წელს დაამთავრა თბილისის იურიდიულ–ეკონომიკური ინსტიტუტი, სპეციალობით საფინანსო–სადაზღვევო საქმე, კვალიფიკაცია ეკონომისტი.

2006 და 2010 წლებში კენჭს იყრიდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალაქ თბილისის საკრებულოში.

გურამ კინწურაშვილი ფლობს სახელმწიფო ჯილდოს, არის ღირსებისოდენის კავალერი.

2003-2004 წლებში მუშაობდათბილისის მერიის სანიტარული ზედამხედველობის უფროსის მოადგილის თანაშემწედ. 2006-2008 წლებში არჩეულ იქნა თბილისის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობების, სპორტის, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ, ხოლო 2008-2010 წლებში ამავე საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობების, სპორტის, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარედ. 2010 წლის ივლისიდან დაინიშნა თბილისის მერიის სპორტის განყოფილების უფროსად. 2011 წლის მარტიდან არჩეულ იქნა თბილისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ, ამავდროულად 2011 წლის მაისიდან მუშაობდა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დაზღვევის მედიაციის სამსახურის მთავარ სპეციალისტად.

2011 წლის აგვისტოდან გახდა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დაზღვევის მედიაციის სამეთვალყურეო საბჭოს მდივანი. 2012 წლიდან იყო საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს რეგიონალური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, ამავე წელს არჩეულ იქნა საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტად. 2012 წლის ოქტომბრიდან დაინიშნა ქალაქ თბილისის საკრებულოს საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარედ.

2013 წლის აგვისტოდან მუშაობსთბილისის კულტურის ღონისძიებების ცენტრის თავმჯდომარის მოადგილედ. აგრეთვე 2006 წლიდან დღემდე არის თბილისის საკრებულოს წევრი. ჰყავს მეუღლე და ქალ – ვაჟი.

გურამ კინწურაშვილის საარჩევნო ნომერია 5.


მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« სექტემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30