„გიორგი გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტიიდან“ მცხეთის მერობის კანდიდატი, მცხეთის ტერიტორიული ორგანოს ყოფილი ხელმძღვანელი დავით მაჩხანელია.
მაჩხანელის თქმით, მცხეთის განვითარების გეგმა აქვს, რომლის მიხედვითაც წიწამურიდან ბებრის ციხემდე ხიდი და ელექტრომიკროსადგური აშენდება. ამავე გეგმის მიხედვით, მერობის კანდიდატი ფულიანი პენსიონერებისთვის მცხეთაში სინიორთა სახლის მშენებლობას გეგმავს.
„მყავს ინვესტორი ევროპიდან, რომელიც 15 მილიონ ევროს დებს წიწამურიდან ბებრის ციხემდე ხიდისაშენებლად. ხიდის ქვეშ დაფარულად აშენდება ელექტრომიკროსადგური, რომელიც 8 მეგავატ ელექტროენერგიას მოგვცემს. გავამაგრებთ ბებრის ციხეს. არაგვთან დაგუბება 4 – 5 ჰექტარი იქნება, სადაც გაკეთდება კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობა. აღნიშნულ ადგილზე კი ფულიანი პენსიონერებისთვის სინიორთა სახლის მშენებლობას ვგეგმავ, სადაც მისვლა და დასვენება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. სენიორთა სახლში თითო დამსვენებელზე 2 – 3 მომსახურე პერსონალი იქნება გათვალისწინებული და 35–დან 50–მდე ადგილობრივი დასაქმდება“,– განაცხადა დავით მაჩხანელმა.
მერობის კანდიდატი ძველი მცხეთის რეაბილიტაციის გაგრძელებასდა ქალაქის აღმოსავლეთ კარიბჭის მშენებლობას აპირებს. მისი თქმით, კარიბჭის მხრიდან სატვირთო მანქანების მოძრაობა აიკრძალება, სვეტიცხოვლის მიმართულებით მოძრავ საქორწინო მსუბუქ ავტომანქანებს კი გადაადგილება უხმაუროდ მოეთხოვებათ.
„მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად შემუშავებული მაქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც ქალაქ მცხეთის საზღვრების გაფართოვება, ისტორიული დიდი მცხეთის ფარგლებში და ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავება და დამტკიცება მოხდება. ასევე გაგეგმილი გვაქვს ქალაქის აღმოსავლეთ კარიბჭის მშენებლობა ცენტრალური ტრასიდან არაგვზე ხიდით და ინფრასტრუქტურით. მოხდება შიდა გზების რეაბილიტაცია ქალაქის მთელ ტერიტორიაზე. აღმოსავლეთ კარიბჭის მშენებლობის შემდეგ მცხეთაში სატვირთო მანქანების მოძრაობა აიკრძალება. სვეტიცხოველის მიმართულებით კი საქორწინო მანქანები ჭყვიტინით ვეღარ ივლიან“,– განაცხადა დავით მაჩხანელმა.
მერობის კანდიდატი ინვესტორების დახმარებით გეგმავს აღმოსავლეთის კარიბჭესა და სამთავროს დედათა მონასტერს შორის არხის გაკეთებას, 2 ავტოსადგომის და დასასვენებელი სკვერის მოწყობას. მისი თქმით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ადგილობრივები დასაქმდებიან.
„მყავს ინვესტორი, რომელიც ნახევარი მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებს კარიბჭესა და სამთავროს მონასტერს შორის არხის გასაკეთებლად, რომლის ზემოთდა ქვემოთ 2 ავტოსადგომი და სკვერი მოეწყობა. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე ბიუჯეტის ფულს არ დავხარჯავ. ადგილობრივი ბიუჯეტი სოციალურად დაუცველ მოსახლეობას და მრავალშვილიან ოჯახებს მოხმარდება. ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 800–დან 1000–მდე ადგილობრივი დასაქმდება“,– აღნიშნადავით მაჩხანელმა.
ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებასთან ერთად დავით მაჩხანელის ერთ – ერთი მთავარი პრიორიტეტი ტურიზმის განვითარების მიზნით, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და საოჯახო სასტუმროების გახსნაა.
„მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა ჩემი მთავარი პრიორიტეტია. სვეტიცხოვლის გარშემო არის რამდენიმე საოჯახო სასტუმრო, რომელთა გაფართოვებასაც ვგეგმავთ. ასევე გაიზრდება კვების ობიექტების რიცხვი. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების შემდეგ ტურისტიც სიყვარულით და სიხარულით შემოვა და ქალაქის მაცხოვრებლების შემოსავალიც გაიზრდება“,– ამბობს მაჩხანელი.
მერობის კანდიდატის თქმით, მოხდება შიომღვიმის მონასტრისაკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია, „თეატრონის“ პარკის საკითხის გადაწყვეტა და სოფელ მუხადგვერდის გაზიფიცირება.
დავით მაჩხანელი დაიბადა 1960 წლის 20 იანვარს მცხეთაში. 1983 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტი, ქიმიური ფაკულტეტი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ კითხულობდა ლექციებს. 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომისტის სპეციალობით.1993-1998 წლებში მუშაობდა მცხეთის სახელმწიფო დაზღვევის ფილიალის დირექტორად. 1999-წლიდან მუშაობა გააგრძელა კერძო სექტორში.2007- წლიდან დავით მაჩხანელი იყო მცხეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი.ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი.
დავით მაჩხანელის საარჩევნო ნომერია 6.
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები