ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
რამაზ ღვალაძე – მერად ჩემი არჩევის შემთხვევაში სკოლებში სწავლა „მამაო ჩვენოთი“ დაიწყება
14 ივნისი, 2014 წ.
„სახალხო პარტიიდან“ მცხეთის მერობის კანდიდატი ყოფილი პოლიტპატიმარი რამაზ ღვალაძეა. პროფესიით ინჟიენრი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მცხეთის სკოლებში რელიგიის სწავლების მეთოდოლოგიის დანერგვას, მოსახლეობასთან ერთად კი მცხეთის განაშენიანების გეგმის შემუშავებას აპირებს.

„გამარჯვების შემთხვევაში მცხეთაში საზოგადოებრივ დარბაზს შევქმნი, სადაც ყველა უბნიდან საინიციატივო ჯგუფის წევრები იქნებიან წარმოდგენილი. სწორედ მათი მოთხოვნებიდან გამომდინარე შედგება ჩემი სამოქმედო პროგრამა. ქალაქში რომ გზის და წყლის პრობლემა უნდა მოგვარდეს, ამას პროგრამა არ სჭირდება და ეს ისედაც ნათელია. მცხეთა წმინდა ქალაქია, ამიტომ განათლების საკითხებში საპატრიარქო იქნება ჩართული. სკოლებში სწავლა, ყოველი დილა მამაო ჩვენოთი დაიწყება“,– განაცხადა რამაზ ღვალაძემ.

მერობის კანდიდატის თქმით, დიდ ყურადღებას დაუთმობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას. მისივე თქმით, მერად არჩევის შემთხვევაში იმ წარჩინეული სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლას დააფინანსებს, რომლებიც სწავლის დასრულების შემდეგ სამუშაოდ მცხეთაში დაბრუნდებიან.

ღვალაძე მცხეთელებს დასაქმების პროგრამის შემუშავებას და ტურიზმის განვითარებასაც პირდება. ტურისტების მოზიდვის მიზნით მერობის კანდიდატს დაგეგმილი აქვს მცხეთის შესახებ ფილმის და სარეკლამო როგოლების გადაღება.

„მცხეთა თავისი განაშენიანებით და ინფრასტრუქტურით სუფთა ტურისტული ქალაქია. აქ არ გვაქვს საშუალება ქარხნები ავაშენოთ. გადავიღებთ ფილმს და სარეკლამო რგოლებს, რომლითაც მთელი მსოფლიო გაიგებს იმის შესახებ, რომ სვეტიცხოველში უფლის კვართი ინახება. ტურიზმის განვითარება მიბმულია მოსახლეობის ფინანსურ კეთილდღეობასთან. არ შეიძლება მცხეთაში ღარიბი ადამიანი ცხოვრობდეს. ასევე, არმაზის ხეობაში გვაქვს 2 500 წლის წინანდელი უნიკალური არტეფაქტები, რაც ტურისტების მოზიდვის საუკეთესო ადგილია. განაშენიანების გეგმას საპატრიარქოსთან შეთანხმებით გავაკეთებთ. დაგეგმილი გვაქვს თეატრონის კეთილმოწყობა“,– აღნიშნა რამაზ ღვალაძემ.

რამაზ ღვალაძე დაიბადა 1968 წლის 10 თებერვალს მცხეთაში. 1994 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინრის კვალიფიკაციით. 1991-92 წლებში მუშაობდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში. 1992-93 წლებში იბრძოდა აფხაზეთში. 1995-99 წლებში იყო შპს „სარაჯიშვილის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსი. 1999-2001 წლებში მუშაობდა მცხეთა-მთიანეთის სატრანპორტო გაერთიანებაში. 2006 წელს დააფუძნა და სათავეში ჩაუდგა ეროვნულ სარწმუნოებრივ მოძრაობას „უფლისა და სამშობლოსათვის“. იგი ყინწვისის მონასტერში დააპატიმრეს. 2013 წელს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, როგორც პოლიტპატიმარი გათავისუფლებულ იქნა პატიმრობიდან. არის სპორტის ოსტატობის კანდიდატი კრივში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

რამაზ ღვალაძის საარჩევნო ნომერია 26.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30