ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
რას პირდება ამომრჩევლებს „ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციიდან“ მცხეთის მერობის კანდიდატი
14 ივნისი, 2014 წ.
„ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციიდან“ მცხეთის მერობის კანდიდატი ილია რუხაძეა. მისი საარჩევნო პროგრამის მიხედვით, ლიცენზირებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები მცხეთა-თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას შეღავათიანი ტარიფებით ისარგებლებენ, საჯარო სკოლის მოსწავლეები კი უფასოდ იმგზავრებენ.

მგზავრობაზე შეღავათები დაუწესდებათ პედაგოგებს და სოციალურად დაუცველებს. მცხეთის საჯარო სკოლების მოქმედი და პენსიაში მყოფი პედაგოგები სახელფასო/საპენსიო დანამატს სტაჟისა და დამსახურების მიხედვით მიიღებენ.

ილია რუხაძეს მერიის ახალი სამსახურების დაკომპლექტების და კანონპროექტის მომზადების გეგმა აქვს, რომლის მიხედვითაც თვითმმართველი ქალაქის ქონება უსახლკაროებს და დევნილებს მუდმივ სარგებლობაში გადაცემათ.

მისივე თქმით, ის აამოქმედებს მცხეთის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების პროგრამას და სპეციალური ფონდიდან, სხვა სახელმწიფო პროგრამების პარალელურად, განხორციელდება განსაკუთრებით მძიმე ავადმყოფთა თანადაფინანსება, სოციალური დახმარების პაკეტით ისარგებლებენ მრავალშვილიანი ოჯახები, მცხეთის დამსახურებული მოქალაქეები, გამორჩეული პედაგოგები, მუშა-მოსამსახურეები, კულტურის, ხელოვნების და სხვა სფეროების მოღვაწეები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.

მერობის კანდიდატის თქმით, მცხეთის მთავარი პოტენციალი ტურიზმის განვითარებაა. მისივე განცხადებით, ახალი ტურისტული მარშუტებისა და სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნა, ამ დარგიდან მიღებულ შემოსავლებს მნიშვნელოვნად გაზრდის.

„დაგეგმილი გვაქვს სამდინარო ტურიზმის დანერგვა, სამთო-საფეხმავლო ტურისტული მარშუტების შექმნა, მთლიანი ტურისტული არეალის უზრუნველყოფა საზოგადოებრივი საპირფარეშოებით“,- განაცხადა ილია რუხაძემ.

მერობის კანდიდატი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით, მცხეთელებს ინვესტორების მოზიდვას და მეწარმეობის ტრადიციული სახეობების განვითარებას პირდება.

„ჩემი და ჩემი გუნდის მიზანია ინვესტორების დაინტერესება ტურისტული ბიზნესის, სამშენებლო ბიზნესის განვითარების კუთხით. გვაქვს მსხვილი კომპანიების სათაო ოფისების მცხეთაში განთავსების და გადმოტანის, წარმოების ტრადიციული სახეობების წახალისების, ასევე ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის“,- აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

ყოფილ ფეხბურთელს მცხეთის ყველა უბანში სკვერების, პარკების, სტადიონების, მინი გოლფის მოედნებისა და რეკრეაციული ზონების მოწყობა სურს. მისივე თქმით, თეატრონის ტერიტორიაზე გაიხსნება სამხატვრო, სამჭედლო, კერამიკული, საოქრომჭედლო, თექის საწარმოები და საგამოფენო სივრცეები.

„ჩემი მიზანია, მცხეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სასწრაფოდ ამოქმედება, პოპულარიზაცია და ყველა ტურისტულ მარშუტში ჩასმა, კინოთეატრ „კარიბჭეს“ ბაზაზე თანამედროვე, წარმატებული კინოთეატრის შექმნა. მცხეთაში არსებული ტრადიციების საფუძველზე შეიქმნება და აღორძინდება სპორტის ისეთი სახეობების სკოლები, როგორიცაა ფეხბურთი, ნიჩბოსნობა, ჭიდაობა, აღდგება საფეხბურთო კლუბი „არმაზი“. საერთაშორისო ტურნირების ოგანიზებასა და ჩატარებას მერიის სპეციალური სამსახურები უზრუნველყოფენ“,- აღნიშნა ილია რუხაძემ.

მერობის კანდიდატს მუხათგვერდისა და მცხეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული დასახლებული პუნქტების გაზიფიცირების, არმაზისა და მცხეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული დასახლებული პუნქტების წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობის გეგმა აქვს.

არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ილია რუხაძე წმინდა ქალაქი მცხეთის „მრჩეველთა დარბაზის“ დაფუძნებას აპირებს. მისი თქმით, დარბაზის შემადგენლობაში მეცნიერებთან, კულტურისა და ხელოვნების მუშაკებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, აუცილებელი წესით შევლენ საპატრიარქოს წარმომადგენლები. აღნიშნული ორგანო ზედამხედველობას და მონიტორინგს გაუწევს მერიის საქმიანობას და მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.

ილია რუხაძე დაიბადა 1959 წლის 1 თებერვალს მცხეთაში. 1980 წელს დაამთავრა პოლიტექნიკური ინსტიტუტი; 1997 წელს დაამთავრა ფიზიკური კულტურისა და სპორტის აკადემია; 1999 წელს კი პოლიციის აკადემიის იურიდიული ფაკულტეტი. იყო თბილისის „დინამოს“ ოსტატ ფეხბურთელთა გუნდის წევრი, სსრკ ჭაბუკთა ნაკრების წევრი – კაპიტანი. 1987-2003 წლებში მუშაობდა შსს სხვადასხვა თანამდებობებზე, დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. ამჟამად მუშაობს კერძო ბიზნეს-სტრუქტურებში. ჰყავს მეუღლე, შვილი და შვილიშვილი.

ილია რუხაძის საარჩევნო ნომერია 3.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« სექტემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30