ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ნოდარ მუმლაური – მერად თუ ამირჩევენ, თელავში სასმელი წყლის მრიცხველებს გავაუქმებ
13 ივნისი, 2014 წ.
გიორგი გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტიიდან თელავის მერობის კანდიდატი ნოდარ მუმლაური, მერად არჩევის შემთხვევაში თელაველებს პირველ რიგში წყლის პრობლემის მოგვრებას და მრიცხველების გაუქმებას პირდება.

„თელავი წყალზე დგას, სასმელი წყალი მინიმალური დანახარჯებით მოიპოვება, ხალხს დაუყენეს მრიცხველები და ამის მიხედვით იხდიან გადასახადს. ქალაქს წყალი მუდმივი რეჟიმით არ მიეწოდება. როდესაც წყალს გამოუშვებენ, ჯერ მოდის ჰაერი, ის ამუშავებს მრიცხველს და მოსახლეობა 80%–ს იხდის ჰაერის ფულს. ჩემი არჩევის შემთხვევაში, მოსვლიდან ერთ კვირაში მოვსპობ წყლის მრიცხველებს და გადავალთ ძველ გადასახადზე“–აცხადებს ნოდარ მუმლაური.

მისივე თქმით, განათდება თელავის ყველა ქუჩა და მოგვარდება ის პრობლემები, რომელიც ქალაქში ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ არსებობს.

„მოგეხსენებათ თელავი ციცაბო ადგილზეა გაშენებული და ყოველი წვიმის შემდეგ რაც არ უნდა კარგად იყოს გაკეთებული ასფალტი, მას უკვე შეკეთება სჭირდება. ამიტომ, ცენტრალურ გზებზე მაინც, უნდა მოხდეს ქვაფენილის მოწყობა. ეს უფრო იაფია და დაახლოებით 40 წლიანი გარანტია აქვს.

თელავში აშენდა დამბები, რომლებიც ქალაქს ღვარცოფისგან იცავს, მაგრამ დღეისათვის ვერცერთი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, რადგან ტერიტორია გასაწმენდია. ჩვენ ამ პრობლემას მოვაგვარებთ“, –ამბობს ნოდარ მუმლაური.

მწვანეთა პარტიიდან მერობის კანდიდატი თელაველებს პირდება, რომ თელავი გამწვანებული და ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი იქნება.

„ჩემი კიდევ ერთი პრიორიტეტია განათლება. მერად არჩევის შემთხვევაში ვალდებულებას ვიღებ, რომ პედაგოგებს ექნებათ ყოველთვიური დანამატი 50 ლარის ოდენობით. დავაფინანსებთ ნიჭერ მოსწავლეებს, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე უსახსრობის გამო ვერ იღებენ მონაწილეობას“, – აღნიშნავს მუმლაური.

მისივე თქმით, თელავის ბიუჯეტი დაახლოებით 9 მილიონი ლარია, რომელიც კეთილსინდისიერი მუშაობით აუცილებლად გაიზრდება. „არ ვიყიდით ძვირადღირებულ ტელეფონებს და მანქანებს. იქნება პრემიები, თუმცა არა იმ რაოდენობით როგორც დღეს არის. ეს თანხა წავა პედაგოგებზე, გაჭირვებულ ხალხზე, ერთჯერად დახმარებებზე და ოპერაციების დაფინანსებაზე“, – ამბობს მერობის კანდიდატი.

ნოდარ მუმლაური დაიბადა 1951 წელის 21 ოქტომბერს. 1967 წელს დაამთავრა თელავის მე–4 საშუალო სკოლა. 1974 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი. 1985–1986 წლებში – პარტიის თელავის რაიკომის მდივანი იყო. 2003 წლამდე მუშაობდა კახეთის გუბერნატორის მოდგილედ (მართლწესრიგის, უშიშროების და თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი). სხვადასხვა დროს მუშაობდა საპროექტო ბიუროსა და სამშენებლო სამმართველოში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

მამუკა მუმლაურის საარჩევნო ნომერია 6.

http://ick.ge/rubrics/politics/18388-i.html
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« სექტემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30