ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
გიორგი მოსიაშვილი – თელავი უსაფრთხო ქალაქი უნდა იყოს
გიორგი მოსიაშვილი – თელავი უსაფრთხო ქალაქი უნდა იყოს
12 ივნისი, 2014 წ.
„კრიმინოგენური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შევქმნით საზოგადოებრივ დარბაზს, სადაც გაერთიანდებიან უნივერსიტეტის, სკოლების, სპორტისა და კულტურის სფეროს, ეკლესიის, სამართალდამცავი ორგანოების, ომბუდსმენის და მერიის თანამშრომლები. თელავი უსაფრთხო ქალაქი უნდა იყოს“, – აცხადებს არასაპარლამენტო ოპოზიციიდან თელავის მერობის კანდიდატი გიორგი მოსიაშვილი.

არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მოსიაშვილი თელაველებს სასმელი წყლის, ინფრასტრუქტურული, პარკირების, სახოვრებელი კორპუსების და სხვა პრობლემების მოგვარებას პირდება. ამბობს, რომ ქალაქის მთავრობის პრიორიტეტი სოციალურად დაუცველი მოსახლეობა იქნება.

„სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედებისთვის დაწესდება დახმარების ფონდი, რომელიც წელიწადში ორჯერ გასცემს ფინანსურ დახმარებას; ყოველ მესამე და შემდეგ ბავშვზე ოჯახს მიეცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება. ყოველ მეხუთე ბავშვზე და მრავალშვილიან ოჯახებზე გაიცემა ყოველთვიური ფინანსური დახმარება.

ყოველთვიურ ფულადი დახმარება გაიცემა ომში დაღუპულთა და დაინვალიდებულთა მცირეწლოვან შვილებზე, უდედმამო და შშმ ბავშვებზე.

ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილე ვეტერანთა საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის გაიცემა წლიური ერთჯერადი დაფინანსება.

საერთო სარგებლობის ტრანსპორტზე დავაწესებთ შეღავათებს. უფასო მგზავრობით ისარგებლებენ: სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრები, პენსიონერები, ინვალიდები, მეორე მსოფლიო ომის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში გარდაცვლილთა ოჯახების წევრები, საბრძოლო მოქმედებების მონაწილეები, შშმ პირები, სკოლის მასწავლებლები, საბავშვო ბაღების თანამშრომლები, სტუდენტები, უნივერსიტეტის თანამშრომლები, მრავალშვილიანი ოჯახის წევრები“, - აცხადებს გიორგი მოსიაშვილი

გიორგი მოსიაშვილს მიაჩნია, რომ აუცილებელია შეიქმნას სადისკუსიო კლუბი, სადაც მოსახლეობას და ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება მიიღოს მონაწილეობა ქალაქში განსახორციელებელი პროექტების განხილვაში.

არასაპარლამენტო ოპოზიციიდან თელავის მერობის კანდიდატის საარჩევნო პროგრამა მოიცავს ქალაქის ქუჩების ნუმერაციას და მემორიალური დაფების გახსნასაც.

„დღევანდელი მდგომარეობით ქალაქში კონკრეტული მისამართების 60-70%-ს არ გააჩნია ქუჩის და ნომრის ნიშნულები, რაც თავისთავად პრობლემას უქმნის როგორც სასწრაფო დახმარებას და სახანძრო სამაშველო სამსახურებს, ასევე მოსახლეობას და ჩამოსულ ტურისტებს. აუცილებელია გამოცხადდეს აღნიშნულ საკითხზე ტენდერი და განხორციელდეს ქალაქის სრული ნუმერაცია. საცხოვრებელ სახლებზე, სადაც ცხოვრობდნენ საზოგადო მოღვაწეები, ეროვნული გმირები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში გმირულად დაღუპულები, გავხსნით მემორიალურ დაფებს“, – აცხადებს მოსიაშვილი

გიორგი მოსიაშვილი დაიბადა 1969 წლის 19 მარტს; დაამთავრა თელავის N 2 საშუალო სკოლა; 1994-1998 წლებში სწავლობდა ტექნიკურ კოლეჯში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე; 1986-1992 წლებში ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში (მასობრივი ფიზკულტურა და ტურიზმი);

1994-1995 წლებში მუშაობდა თელავის N 1 საჯარო სკოლაში, ფიზიკური კულტურის მასწავლებლად; 2001-2004 წლებში მსახურობდა შსს-ს კახეთის მთავარის სამმართველოში. მონაწილეობდა ანტიტერორისტულ და სამშვიდობო ოპერაციაში პანკისის ხეობაში; 2004-2006 წლებში მუშაობდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოში; 2013 წლის თებერვლიდან დღემდე თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს „ძველი თელავი“ რწმუნებულია. არის პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრი;

მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს საბრძოლო მოქმედებებში; ასევე 1992-1993 წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომში (აფხაზეთი) მოხალისის სტატუსით. ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

გიორგი მოსიაშვილის საარჩევნო ნომერია 1.

არასაპარლამენტო ოპოზიციიდან თელავში კენჭს ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი ჟანა დიდებაშვილიც იყრის. იგი ქალაქ თელავში ალაზანი – კავკასიონის საარჩევნო უბნის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. კახა კუკავა – ფიქრია ჩიხრაძის საარჩევნო ბლოკიდან არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ ექიმი შოთა რაინაული, ზიანის შემცირების ქსელის თელავის კოორდინატორი კახი გემაზაშვილი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მარიამ ცისკარიშვილი, თელავის გამგებლის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე თეგერაშვილი. „ახალი მემარჯჯვენეების“ თელავის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნიკა ვარდოშვილი კი თელავის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს გაიმართება.

http://ick.ge/rubrics/politics/18386-i.html
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30