ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ზაზა დევიძე – ადმინისტრაციულ ხარჯებს შევამცირებ და სოციალური პროექტების დაფინანსებას გავზრდი
ზაზა დევიძე – ადმინისტრაციულ ხარჯებს შევამცირებ და სოციალური პროექტების დაფინანსებას გავზრდი
12 ივნისი, 2014 წ.
„თელავის განვითარების ამოსავალი წერტილია სამი ძირითადი საკითხი, რომლის ირგვლივ უნდა მოხდეს ქალაქის ურბანული და ეკონომიკური განვითარება. ესენია: თელავის ისტორიული მუზეუმი, თელავის სახელმწიფო თეატრი და უნივერსიტეტი“, – აცხადებს „დავით თარხან‐მოურავი − საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“ თელავის მერობის კანდიდატი ზაზა დევიძე.

მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის ქალაქის საჯარო სამსახურებში შტატების ოპტიმიზაციას, ადმინისტრაციული ხარჯების მინიმუმამდე შემცირებას და სანაცვლოდ სოციალური პროექტების დაფინანსების გაზრდას აპირებს.

მერობის კანდიდატი ქალაქის გარეუბნებში კომპლექსური საგზაო-სარემონტო სამუშაოების ჩატარებას, სანიაღვრე ქსელის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს.

„მოწესრიგდება მრიცხველების საკითხი. მოხდება საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია, ქალაქის მთავარი სანიაღვრე არტერიის ე.წ. „ხევის“ ინფრასტრუქტურის კაპიტალური რემონტი, „ხევის“ მიმდებარე ტერიტორიის და ქალაქის შემოგარენის განაშენიანება მწვანე ნარგავებით“, – ამბობს ზაზა დევიძე.

მისივე თქმით, დიდი ყურადღება დაეთმობა ქალაქში შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნას. ზაზა დევიძე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. ის ეტლით გადაადგილდება და მისთვის ყველაზე კარგად არის ცნობილი იმ პრობლემების შესახებ, რაც ქალაქში შშმ პირებს ექმნებათ.

„სატრანსპორტო გადასახადისაგან განთავისუფლდებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები და შშმ ბავშვები. მოხდება შშმ პირთა უფლებების მაქსიმალური დაცვა და მათთვის ურბანულ დონეზე მაქსიმალურად ადაპტირებული გარემო შეიქმნება. აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი. შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ: სტუნდენტები, პენსიონერები, სოციალურად დაუცველი და შშმ პირები“, – ამბობს პატრიოტთა ალიანსიდან მერობის კანდიდატი.

ზაზა დევიძე კულტურის სამინისტროსთან და კერძო სექტორთან ერთად ეტაპობრივად თანხების მოძიებას, ერეკლეს სახლ-მუზეუმის, ეთნოგრაფიული მუზეუმის და სამხატვრო გალერეის აღდგენას გეგმავს.

მერობის კანდიდატის საარჩევნო პროგრამის მიხედვით, დაგეგმილია თავშესაფრის მოწყობა უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეებისათვის. ასევე, თავშესაფარი მოეწყობა უპატრონო ცხოველებისთვის.

ზაზა დევიძე დაიბადა 1968 წლის 10 ოქტომბერს. 1985 წელს დაამთავრა თელავის პირველი საშუალო სკოლა; 1989 – 1992 წლებში სწავლობდა მოსკოვის კვების მრეწველობის ინსტიტუტში; 1992 -1997 წელს სწავლობდა თბილისის აგრარულ უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე.

1995 – 1997 წლებში იყო საქართველოს მოქალაქეთა კავშირის თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. 1997 – 1999 წლებში მოქალაქეთა კავშირის კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე; 1998 – 2000 წლებში იყო თელავის რაიონული საკრებულოს წევრი. დევიძე 2005 წლიდან 2012 წლის აპრილამდე შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ კახეთის მენეჯერად მუშაობდა. 2012 წლის აპრილიდან იყო „ქართული ოცნების“ თელავის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი. 2012 წლის მაისიდან ნოემბრამდე, კოალიცია „ქართული ოცნების“ თელავის საარჩევნო შტაბის აქტივის კოორდინატორად მუშაობდა. 2013 წლის თებერვლიდან 2014 წლის აპრილამდე იყო „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თელავის რაიონული ორგანიზაციის ბიუროს წევრი. 2014 წლის აპრილში დატოვა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. 2014 წლის მაისიდან პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრია. ჰყავს მეუღლე და ერთი ვაჟიშვილი

ზაზა დევიძის საარჩევნო ნომერია 8.

http://ick.ge/rubrics/politics/18387-i.html
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30