ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ალექსანდრე კეზევაძის 'მოლოდინები და პროგნოზები' არჩევნებამდე 3 დღით ადრე
12 ივნისი, 2014 წ.
რუბრიკა "ქუთაისის მერობის კანდიდატების მოლოდინები და პროგნოზები" ადგილობრვი თვითმმართველობის არჩევნებამდე ყველა კანდიდატს დაეთმობა. რუბრიკაში ქუთაისის მერობის კანდიდატები აფასებენ საარჩევნო კამპანიას და აკეთებენ პროგნოზებს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.

რუბრიკის მორიგი სტუმარია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ქუთაისის მერობის კანდიდატი ალექსანდრე კეზევაძე

კმაყოფილი ხართ თუ არა თქვენი საარჩევნო კამპანიით?

უკვე შევხვდი 2 500–მდე ამომრჩეველს და კვირის ბოლომდე კიდევ 3 000–მდე მოქალაქესთან ვაპირებ შეხვედრას. შემიძლია ვთქვა, რომ კმაყოფილი ვარ ჩემი საარჩევნო კამპანიით. ვფიქრობ კარგად შევძელი ჩემი სათქმელი მიმეტანა ამომრჩევლამდე.

დაფიქსირდა თუ არა ხელის შეშლის ფაქტები საარჩევნო კამპანიის წარმოების დროს?

აშკარა ხელის შეშლა იყო, როცა გამარჯვების ერთ–ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი დავით კობეშავიძე აიძულეს უარი ეთქვა არჩევნებში მონაწილეობაზე და მოახსნევინეს კანდიდატურა. ასევე აშკარა ზეწოლის ფაქტი იყო ჩვენი პარტიის დაჯარიმება აბსურდული მიზეზით. გარდა ამისა, იყო დაბარებები და მორალური ზეწოლა ჩვენს კანდიდატებზე, მაგრამ ეს ფაქტები რატომღაც არ გახმაურდა.

თქვენი პროგნოზით, რამდენ პროცენტს აიღებთ როგორც მერობის კანდიდატი?

დამოუკიდებელი გამოკითხვით 35% მივიღე. ასევე ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა და იქაც შთამბეჭდავი ციფრი –28% დაფიქსირდა. ყველა გამოკითხვაში მე ვარ პირველ ადგილზე, შემდეგ მაგდა გაბრიჩიძე, მესამე ადგილზე გიორგი თევდორაძე და მეოთხეზე შოთა მურღულია. ასე, რომ ვფიქრობ რეალური შანსი მაქვს გამარჯვების.

თქვენი პროგნოზით, რამდენი დეპუტატი მოხვდება საკრებულოში თქვენი პარტიული სიით?

მინიმუმ ფრაქცია უნდა შევქმნათ, ანუ სამი კაცი უნდა გავიყვანოთ. ასევე ვფიქრობთ, რომ ერთი მაჟორიტარი მაინც აუცილებლად გვეყოლება.

რამდენი დაიხარჯა თქვენი საარჩევნო კამპანიისთვის?

ძალიან მიზერული თანხა დაიხარჯა ჩემი საარჩევნო კამპანიისთვის. მხოლოდ სააგიტაციო მასალების თანხა, რაც ჯამში 500–600 ლარს არ აჭარბებს. საწვავის ხარჯებს პირადი სახსრებით ვანაზღაურებ.

http://topnews.com.ge/index.php?newsid=2659
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30