ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
მარიამ ცისკარიშვილი - ჩვენ რეალური დაპირებებით მოვდივართ
მარიამ ცისკარიშვილი - ჩვენ რეალური დაპირებებით მოვდივართ
12 ივნისი, 2014 წ.
თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი მარიამ ცისკარიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება. იგი უპარტიოა, ბლოკ ,,არასაპარლამენტო ოპოზიცია, კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძის" მიერ დასახელებული კანდიდატია პროპორციული სიით.

მისი თქმით, პოლიტიკაში წასვლის მიზეზი დღეს საქართველოში შექმნილი რთული ვითარება და პოლიტიკაში ქალების ნაკლებობა გახდა.
,,კახეთის ხმამ” მარიამ ცისკარიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, გთავაზობთ ინტერვიუს:
-მარიამ, გვიამბეთ თქვენ შესახებ, როგორია თქვენი სამუშაო გამოცდილება?
- დავიბადე ქალაქ სოხუმში, გავიზარდე თელავში, დავამთავრე თელავის პირველი სკოლა, შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კავკასიურ ენათა სპეციალობით, ამავე სპეციალობით - ასპირანტურა, ვარ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიოლოგი. ვმუშაობდი ენის პალატაში, შემდეგ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ხოლო 2009 წლიდან ვმუშაობ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2010 წელს ევროკომისიის დაფინანსებით `ერასმუს მუნდუსის“ გაცვლითი პროგრამითი გახლდით პოსტსადოქტორო კვლევით ბულგარეთში, რუსეს უნივერსიტეტში, ხოლო 2012-2013 წლებში მასაჩუსეტის შტატის უნივერსიტეტის ლინგვისტიკის დეპარტამენტის მიწვევით, სამეცნიერო მივლინებით - ამერიკის შეერთებულ შტატებში. თელავის დემოკრატიული სკოლის დამთავრების შემდეგ მივხვდი, რომ შემეძლო ჩემი აქტიური მონაწილეობით სამოქალაქო საზოგადოების ცხოვრებაში შემეცვალა გარემო და გარკვეული წვლილი შემეტანა უბნის, ქალაქის, რეგიონის, სახელმწიფოს განვითარებაში.
-რა არის თქვენი პოლიტიკაში წასვლის მიზეზი და ეს იდეა როდის დაგებადათ?
-თელავის დემოკრატიულ სკოლაში სწავლის პერიოდში აქტიურად ვიყავი ჩართული თელავში მიმდინარე სამოქალაქო-დემოკრატიული საზოგადოების განვითარების პროცესებში. ,,ნიმდის” მიერ ორგანიზებული შეხვედრებისა და პროექტების განხორციელების დროს ნათლად დავინახე, რომ მხოლოდ ხალხის, ჩემი და ჩემნაირების მონაწილეობა შეცვლიდა ქვეყანას და ეს ცვლილებები მოუტანდა ქალაქს განვითარებას, ამიტომ ავირჩიე ბლოკი `არასაპარლამენტო ოპოზიცია, კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე“, რომლის სლოგანია `აირჩიე ცვლილებები“. მიმაჩნია, რომ ცვლილებებს მოაქვს განვითარებას კულტურული და ეკონომიკური კუთხით.
-თუ დაიწყეთ მოსახლეობასთან შეხვედრა, რას ჰპირდებით თელაველებს?
-უკვე ორ კვირაზე მეტია მოსახლეობასთან აქტიური შეხვედრები დავიწყეთ. თალაველებს ვპირდები, რომ საკრებულოს უფლებამოსილებასა და მოვალეობებში შემავალ ყველა სფეროში მხარს დავუჭერ ისეთ ცვლილებებს, რომელიც გააუმჯობესებს თელაველების ცხოვრების პირობებს, ეს იქნება სოციალური პრობლემები, სასმელი წყლის, კანალიზაციის, ქალაქის ინფრასტრუქტურის, დასუფთავების საკითხები, ახალგაზრდების სპორტულ-კულტურული ცხოვრებისთვის პირობების შექმნა, აგროტურიზმის განვითარება, საჯაჶრო სკოლების, უნივერსიტეტისა და საბავშვო ბაღების მხარდაჭერა.
-რაც შეეხება ქალების აქტიურ ჩართულობას, რა კონკრეტული ინიციატივები გექნებათ და რას გააკეთებთ იმისათვის, რომ პოლიტიკაში მეტი ქალის ჩართულობას შეუწყოთ ხელი?
-პოლიტიკაში წასვლის ერთჶერთი მიზეზი სწორედ გენდერული თანასწორობის პრობლემებზე მუშაობითაა განპირობებული. ქალი ამომრჩეველი ორჯერ მეტია ვიდრე კაცი, თუმცა, ქალთა პასიური ჩართულობის გამო, ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობა დაბალია. ამ მხრივ უნდა გაძლიერდეს ქალთა მოძრაობა, გააქტურდეს და წახალისდეს ქალთა ორგანიზაციები. ჩემი ინიციატივაა ქალი რწმუნებულების წახალისება და გენდერულ პრობლემებზე მომუშავე ჯგუფის შექმნა, რომელიც შეისწავლის ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ პრობლემებს, შექმნის მონაცემთა ბაზას ქალთა მდგომარეობის შესახებ, შეუწყობს ქალთა გადამზადებას და ბიზნესის დასაწყებად საჭირო უნარების შეძენას. სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედებისთვის დაწესდება დახმარების ფონდი, ფინანსური დახმარებები გაიცემა ყოველ მესამე ბავშვზე, ომში დაღუპულთა და ინვალიდთა მცირეწლოვან შვილებზე.
-თუ ითანამშრომლებთ არასამთაჶვრობო სექტორთან და სამოქალაქო ინიციატივებს თუ მიიღებთ მათგან?
-არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა აუცილებელი პირობაა ცვლილებების განსახორციელებლად, ჩვენ მოვდივართ ხალხის სამსახურში, ხალხისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაჭრელად. ამ მიზნით მუდმივად ვიქნებით ანგარიშვალდებული ხალხთან და აქტიურად ვითანამშრომლებთ ორგანიზაციებთან სამოქალაქო ინიციატივების, მოთხოვნებისა და სურვილების გათვალისწინებით.
-თქვენს ოჯახზე ვისაუბროთ, როჶგორ ატარებთ თავისუფალ დროს?
- ორი შვილის დედა ვარ და თავიჶსუფალ დროს ვცდილობ, შვილებს ვაჩვენო, რა არის საქართველო, როგორია ჩვენი სამშობლო, რამდენად მრავალფეროვანია ჩვენი კულტურა, ბუნება და ტრადიცია, თუ არ იცნობ შენს ქვეყანას, ვერ ისწავლი სხვის პატივისცემას.
-ვინ არიან თქვენი გუნდის წევრები?
-ჩვენი გუნდის წევრები არიან გიორგი მოსიაშვილი, ნიკა ვარდოშვილი, ალექსი თეგერაშვილი, კახა გემაზაშვილი, შოთა რაინაული, ჟანა დიდებაშვილი. ყველა მათგანი თელავის სამოქალაქო საზოგადოებისთვის ცნობილი, ქალაქის მოსახლეობაზე მზრუნველი და დამაშვრალი მოქალაქეა განვითარებისა და უკეთესი მომავლისათვის გულშემატკივარი.
-რატომ უნდა მოგცენ ხმა თელაჶველებმა?
-თელაველებმა ხმა უნდა მისცენ „არასაპარლამენტო ოპოზიცია, კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძეს,“ რადგან ჩვენ გავატარებთ ცვლილებებს და ანგარიშვალდებული ვიქნებით ხალხთან. ჩვენ რეალური დაპირებით მოვდივართ, ქართული ღირებულებებითა და დემოკრატიული პრინციპებით, ცვლილებებზე ორიენტირებული აზროვნებით.

კახეთინიუსი
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« სექტემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30